Rompetrol

შპს „რომპეტროლ საქართველოსლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის პირობები და წესები

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს რომპეტროლის ლოიალობის ბარათი "Rompetrol Card" შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30 ლარის ან მეტი ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას.

  • მომხმარებელს შეუძლია მიიღოს რომპეტროლის ლოიალობის ბარათი “რომპეტროლ ქარდი” შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30.00 (ოცდაათი) ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას.
  • მომხმარებელს ლოიალობის ბარათი გადაეცემა ბარათის განაცხადის ფორმასთან ერთად.
  • რომპეტროლის ლოიალობის ბარათი წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს.
  • ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის ფასდაკლების სქემით სარგებლობისათვის აუცილებელია ბარათის მფლობელმა დაარეგისტრიროს/გაააქტიუროს ბარათი.
  • ლოიალობის ბარათი უნდა დარეგისტრირდეს/გააქტიურდეს მხოლოდ ერთხელ.
  • ბარათის მფლობელს შეუძლია ბარათი გაააქტიუროს, შემდეგი გზით:
  1. დაარეგისტრიროს მონაცემები ვებგვერდზე: card.rompetrol.ge
  2. ბარათის და განაცხადის ფორმის მიღებისთანავე შეავსოს განაცხადი და დატოვოს იგი ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრში ან სათაო ოფისში, მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქ. #12, თბილისი ან დატოვოს შევსებული ფორმა მითითებულ ადგილებზე მოგვიანებით, მისთვის ხელსაყრელ დროს. ამ შემთხვევაში, ბარათი გააქტიურდება 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, შეუძლია მიიღოს რომპეტროლის ბარათი.
  • ნებისმიერმა პირმა, რომელიც დაინტერესებულია რომპეტროლის ლოიალობის ბარათის მიღებით, უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • მომხმარებელი, რომელიც მიიღებს რომპეტროლის ბარათს, გაააქტიურებს და გაატარებს მას შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურებზე მიიღებს ფიქსირებულ კლასიკურ ფასდაკლებას -8 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 3 თვის განმავლობაში (3 მოძრავი თვე) ჩაისხამს მინიმუმ 80 ლიტრ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი დაწინაურდება პრემიუმ დონეზე და იგი მიიღებს ფიქსირებულ ფასდაკლებას -12 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში (2 მოძრავი თვე) ჩაისხამს 80 ლიტრზე ნაკლებ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი ჩამოქვეითდება კლასიკის დონეზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 3 თვის განმავლობაში (3 მოძრავი თვე) ჩაისხამს მინიმუმ 120 ლიტრ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი დაწინაურდება გოლდ დონეზე და იგი მიიღებს ფიქსირებულ ფასდაკლებას -15 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 2 თვის მანძილზე (2 მოძრავი თვე) ჩაისხამს 120 ლიტრზე ნაკლებ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი ჩამოქვეითდება პრემიუმის დონეზე.
  • საანგარიშგებო თვის კალკულაცია დამოკიდებულია ლოიალობის ბარათის სისტემაში გააქტიურების თარიღზე და თვის ათვლა იწყება ბარათის გააქტიურების დღიდან და სრულდება ერთი თვის გასვლის შემდეგ. მაგალითად, თუ თქვენი ბარათი სისტემაში გააქტიურდა 25 აგვისტოს ანგარიშგების პირველი თვე დასრულდება 24 სექტემბერს, მეორე თვე დაიწყება 25 სექტემბერს და დასრულდება 24 ოქტომბერს, მესამე თვე დაიწყება 25 ოქტომბერს და დასრულდება 24 ნოემბერს და ა.შ. ბარათის სისტემაში აქტივაციის თარიღის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე card.rompetrol.ge მომხმარებლის პირადი ანგარიშის გვერდზე.
  • ბარათმა უნდა გაიაროს ფასდაკლების ყოველი ეტაპი თანმიმდევრობით. შეუძლებელია ბარათის ტიპი დაწინაურდეს კლასიკიდან გოლდის დონეზე, იგივე წესი ვრცელდება ბარათი ტიპის ჩამოქვეითებაზეც.
  • ბარათის მფლობელი სარგებლობს ფასდაკლებით ნებისმიერი საწვავის შეძენისას.
  • ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა ეცნობოს სათაო ოფისს. ახალი ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სათაო ოფისში და იგი დამზადდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში სათაო ოფისში.
  • ბარათის მფლობელი შეზღუდულია დღიური ტრანზაქციებისა და საწვავის რაოდენობის შესყიდვაში, მას შეუძლია განახორციელოს მაქსიმუმ 2 ტრანზაქცია დღეში და/ან შეიძინოს მაქსიმუმ 200 ლიტრი საწვავი დღეში.
  • შპს „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას დაბლოკოს ლოიალობის ბარათი თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.

ლოიალობის ბარათის რეგისტრაციისას, საინფორმაციო ანკეტაზე ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • შპს “რომპეტროლ საქართველო” უფლებამოსილია დაამუშავოს მისი [მომხმარებლის] პერსონალური მონაცემები, რომპეტროლ საქართველოს მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის კომპანიის ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის ან/და სხვა კანონიერი მიზნებისათვის.
  • რომპეტროლ საქართველოს მიერ განხორციელდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება; „მომხმარებლის“ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  • რომპეტროლ საქართველოს ანიჭებს უფლებამოსილებას მისი [მომხმარებლის] პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე პირ(ებ)ს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ასევე, გადასცეს „კომპანიის“ შვილობილ ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, „კომპანიის“ მიერ „მომხმარებლისთვის“ მომსახურების გაწევის/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, „კომპანიის“ ინტერესების დაცვის, პირდაპირი მარკეტინგის ან/და სხვა კანონიერი მიზნებისთვის.
  • ინფორმირებულია შპს რომპეტროლ საქართველოსგან პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შესახებ.
  • თუ შპს რომპეტროლ საქართველოს მიერ დამუშავებული მისი მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, მან (მომხმარებელმა) უნდა მოახდინოს მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება და მოგვაწოდოთ ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
  • მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მომხარებელს შეუძლია, გამოიყენოს უფლების დაცვის როგორც კომპანიაში არსებული, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა საშუალება.



კონტაქტი

ცხელი ხაზი: + (995 32) 224 04 44

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: card.rompetrol.ge

ფეისბუქი: www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd

 

აღმოაჩინეთ