Rompetrol

რომპეტროლ საქართველოთავის მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური ფასდაკლების ბარათს.

შპსრომპეტროლ საქართველოსლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის პირობები და წესები

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს რომპეტროლის ლოიალობის ბარათი "Rompetrol Card" შპსრომპეტროლ საქართველოსნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30 ლარის ან მეტი ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას.

  • მომხმარებელს ლოიალობის ბარათი გადაეცება ბარათის განაცხადის ფორმასთან ერთად.
  • ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი ლოიალობის ბარათი.
  • რომპეტროლის ლოიალობის ბარათი წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს.
  • ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის ფასდაკლების სქემით სარგებლობისთვის აუცულებელია ბარათის მფლობელმა დაარეგისტრიროს/გააქტიუროს ბარათი.
  • ბარათის დარეგისტრირება/გააქტიურება ხდება ერთჯერადად.
  • ბარათის მფლობელს შეუძლია ბარათი გაააქტიუროს, შემდეგი ორი გზიდან ერთ-ერთის საშუალებით:
    1. დაარეგისტრიროს მონაცემები ვებგვერდზე: card.rompetrol.ge
    2. ბარათის და განაცხადის ფორმის მიღებისთანავე შეავსოს განაცხადი და დატოვოს იგი ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრში ან სათავო ოფისში, მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა #12, თბილისი ან დატოვოს შევსებული ფორმა მითითებულ ადგილებზე მოგვიანებით, მისთვის ხელსაყრელ დროს. ამ შემთხვევაში, ბარათი გააქტიურდებარომპეტროლ საქართველოსმიერ 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, შეუძლია მიიღოს რომპეტროლის ბარათი;
  • ნებისმიერმა პირმა, რომელიც დაინტერესებულია რომპეტროლის ლიალობის ბარათის მიღებით, უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • მომხმარებელი, რომელიც მიიღებს რომპეტროლის ბარათს, გაააქტიურებს და გაატარებს მას შპსრომპეტროლ საქართველოსავტოგასამართ სადგურებზე მიიღებს ფიქსირებულ კლასიკურ ფასდაკლებას -8 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 3 თვის განმავლობაში (3 მოძრავი თვე) ჩაისხამს მინიმუმ 80 ლიტრ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი დაწინაურდება პრემიუმ დონეზე და იგი მიიღებს ფიქსირებულ ფასდაკლებას -12 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში (2 მოძრავი თვე) ჩაისხამს 80 ლიტრზე ნაკლებ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი ჩამოქვეითდება კლასიკის დონეზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 3 თვის განმავლობაში (3 მოძრავი თვე) ჩაისხამს მინიმუმ 120 ლიტრ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი დაწინაურდება გოლდ დონეზე და იგი მიიღებს ფიქსირებულ ფასდაკლებას -15 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე; თუ ბარათის მფლობელი ზედიზედ 2 თვის მანძილზე (2 მოძრავი თვე) ჩაისხამს 120 ლიტრზე ნაკლებ საწვავს თვეში, ბარათის ტიპი ჩამოქვეითდება პრემიუმის დონეზე.
  • საანგარიშგებო თვის კალკულაცია დამოკიდებულია ლოიალობის ბარათის სისტემაში გააქტიურების თარიღზე და თვის ათვლა იწყება ბარათის გააქტიურების დღიდან და სრულდება ერთი თვის გასვლის შემდეგ. მაგალითად, თუ თქვენი ბარათი სისტემაში გააქტიურდა 25 აგვისტოს ანგარიშგების პირველი თვე დასრულდება 24 სექტემბერს, მეორე თვე დაიწყება 25 სექტემბერს და დასრულდება 24 ოქტომბერს, მესამე თვე დაიწყება 25 ოქტომბერს და დასრულდება 24 ნოემბერს და ა.შ. ბარათის სისტემაში აქტივაციის თარიღის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე card.rompetrol.ge მომხმარებლის პირადი ანგარიშის გვერდზე.
  • ბარათმა უნდა გაიაროს ფასდაკლების ყოველი ეტაპი თანმიმდევრობით (შეუძლებელია ბარათის ტიპი დაწინაურდეს კლასიკიდან გოლდის დონეზე, იგივე წესი ვრცელდება ბარათის ტიპის ჩამოქვეითებაზეც);
  • ბარათის მფლობელი სარგებლობს ფასდაკლებით ნებისმიერი საწვავის შეძენისას;
  • ლოიალობის ბარათის განაცხადის შევსებით/ხელმოწერით ან ვებ-გვერდზე (card.rompetrol.ge) მონაცემების რეგისტრაციით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ განცხადებაში მითითებული მისი პირადი მონაცემები სწორია, მან შპს „რომპეტროლ საქართველოს“ უფლებამოსილი პირისგან მიიღო ლოიალობის ერთი ბარათი, თანახმაა შპს „რომპეტროლ საქართველომ“ წარმოდგენილი, ან/და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული პირდი ინფორმაცია, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მაქსიმალურად კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოში, პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპების სრული პატივისცემით და სამართლებრივ დებულებებთან შესაბამისობაში, ინფორმირებულია და ეთანხმება შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ლოიალობის ბარათის მუშაობის მექანიკას, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე: card.rompetrol.ge, თანახმაა შპს „რომპეტროლ საქართველომ“ ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ლოიალობის ბარათის მუშაობის მექანიკასა და წესებში, თანახმაა მიიღოს ნებისმიერი სახის საინფორმაციო/სარეკლამო სახის შეტყობინებები მის მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებით. პერსონალური მონაცემები გარკვეული ვადით იქნება შენახული და წაიშლება ამ ვადის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლისთვისაც კანონმდებლობას შენახვის სპეციალური პერიოდი აქვს გამოყოფილი.
  • ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა ეცნობოს სათავო ოფისს. ახალი ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სათავო ოფისში და იგი დამზადდება 5-7 (ხუთი-შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში სათავო ოფისში;
  • ბარათის მფლობელი შეზღუდულია დღიური ტრანსაქციებისა და საწვავის რაოდენობის შესყიდვაში, მას შეუძლია განახორციელოს მაქსიმუმ 2 ტრანზაქცია დღეში და/ან შეიძინოს მაქსიმუმ 200 ლიტრის საწვავი დღეში;
  • შპსრომპეტროლ საქართველოიტოვებს უფლებას დაბლოკოს ლოიალობის ბარათი თაღლითობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.


კონტაქტი

ცხელი ხაზი: + (995 32) 224 04 44

სათავო ოფისი: + (995 32) 291 07 27 / 291 07 78

ელ. ფოსტა: cardge@rompetrol.com

ვებ-გვერდი: card.rompetrol.ge

ფეისბუქი: www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd

 

აღმოაჩინეთ