Rompetrol
Presa
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა

    13 სექტემბერს ს. საპიევის სახ. კარაგანდის ბოქსის ცენტრში ჩატარდა საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნა ყარაღანდის ოლქში, ყაზახეთის რესპუბლიკაში.

     13 სექტემბერს ს. საპიევის სახ. კარაგანდის ბოქსის ცენტრში ჩატარდა საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნა ყარაღანდის ოლქში, ყაზახეთის რესპუბლიკაში.

     ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ,  საქართველოს საპატიო კონსულმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ჟანატ ტუსუპბეკოვმა, ყარაღანდის ოლქის აკიმის მოადგილემ ალმას აიდაროვმა, საქართველოს საქმიანი წრეების უფროსმა წარმომადგენელმა ივანე ჩხარტიშვილმა, რეგიონული და საქალაქო ხელისუფლების, ქალაქის ეკონომიკური და კულტურული ელიტის სხვა წარმომადგენლებმა.

     ბატონმა აბაშიძემ საპატიო კონსულის მისამართით წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე ყაზახეთსა და საქართველოს შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა.

ყაზახეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენმა ქვეყნებმა ააგეს ნდობაზე დაფუძნებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, განამტკიცეს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრული დამოკიდებულება, მნიშვნელოვნად გააფართოვეს ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღვნიშნავ, რომ 2005 წლიდან 2016 წლამდე პირდაპირი ინვესტიციების მთლიანმა ნაკადმა ყაზახეთიდან საქართველოში შეადგინა 343 მილიონი დოლარი“, – თქვა მან.

     ღონისძიება ბიზნეს-ფორუმის ფორმატში ჩატარდა, რომლის მსვლელობისას მოხდა ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების განხილვა.

     „ყარაღანდის რეგიონი ამჟამად, ისევე, როგორც ათწლეულების წინ –ყაზახეთის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. რეგიონში აქტიურად ვითარდება ბიზნესი, იხსნება ახალი საწარმოები, მყარდება ახალი პარტნიორული კონტაქტები ყაზახეთის რეგიონებთან და კომპანიებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ… ჩვენ კეი ემ ჯი ინტერნეიშენალ-ის (KazMunayGaz International) პროექტის ფარგლებში ვაწარმოებთ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის და სხვა მომსახურების გაწევის საქმიანობას „რომპეტროლ საქართველოს“ ბრენდით. ამ წლების მანძილზე ჩვენ შევიძინეთ ბევრი მეგობარი და მნიშვნელოვნად განვამტკიცეთ ჩვენი ურთიერთობა ქართველ ხალხთან“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში ჟანატ ტუსუპბეკოვმა.

     საკონსულო საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს კულტურული,

ტურისტული და სავაჭრო ბირჟების ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს

ყარაღანდის რეგიონის მოსახლეობის მიერ შეძენილი პროდუქტებისა და

მომსახურების ხარისხის ამაღლებას. «საზაფხულო დასვენება, ისტორიული

ადგილების მონახულება, აგრეთვე, ეკოლოგიურად სუფთა და ყველასათვის

საყვარელი პროდუქტები და სასმელები საქართველოდან პირდაპირ

ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყარაღანდის ოლქის მოსახლეობისთვის“, -

აღნიშნა ჟ. ტუსუპბეკოვმა.

     „ყარაღანდის ოლქი, როგორც ტერიტორიით და სამრეწველო პოტენციალის მხრივ ყველაზე მსხვილი ოლქი, საქართველოს ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით უდიდეს ინტერესს  იწვევს. თავისი ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო პოტენციალის, ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ოლქს წამყვანი ადგილი უკავია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ამასთან დაკავშირებით, საკონსულო დაწესებულების გახსნა და ყარაღანდის ოლქში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე ღრმადპატივცემული ჟანატ ტუსუპბეკოვის დანიშვნა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ბიზნეს-საზოგადოებას მჭიდრო კავშირების დამყარებაში“, - დაასკვნა ზურაბ აბაშიძემ. 

     მრავალი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთს და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ორივე ქვეყანა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია 170-მდე საწარმო ყაზახეთის კაპიტალის მონაწილეობით.

     შენიშვნა: ჟანატ ტუსუპბეკოვს გააჩნია დიდი პროფესიული გამოცდილება კომპანიების მართვის დარგში, ბოლო 11 წელი – ნავთობისა და გაზის დარგში. 2012 წლის მაისიდან ის იკავებს კომპანიათა ჯგუფის «KMG International N.V.» აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობას, აგრეთვე, შედის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. 2013 წლიდან ჟანატ ტუსუპბეკოვი ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, 2017 წლის მაისში არჩეულ იქნა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის, IWF-ის (International Weightlifting Federation) ვიცე-პრეზიდენტად. «KMG International» კომპანიათა ჯგუფი, აგრეთვე, მუდმივ მხარდაჭერას და დახმარებას უწევს ძალოსნობის ფედერაციებს საქართველოში, რუმინეთსა და ყაზახეთში.