Rompetrol
Presa
ს.ს. „ქეიემჯი ინთერნეიშენალს“ (KMG International N.V.) ახალი მმართველი გუნდი ჰყავს

ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია "ყაზმუნაიგაზი" (KMG) აძლიერებს თავის პოზიციებს და განვითარების პერსპექტივებს შავი ზღვის რეგიონში და KMG International-ის (KMGI) აღმასრულებელ დირექტორად ილიას კულჟანოვს, ხოლო KMGI -ის დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარედ აზამატ ჟანგულოვს ნიშნავს. "ყაზმუნაიგაზი" არის KMG International Group-ის ერთადერთი აქციონერი.

აზამატ ჟანგულოვს გააჩნია 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. 2012-2016 წლებში იგი მუშაობდა KMG International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხოლო დანარჩენი პროფესიული გამოცდილება დააგროვა KMG Group-ში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას.

ილიას კულჟანოვს გააჩნია ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება ნავთობისა და გაზის სექტორში; მანამდე ეკავა სხვადასხვა მმართველი პოზიციები ყაზახეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში - "სამრუკ-კაზინა", "ყაზმუნაიგაზ", "პეტროლეუმ ოპერეითინგ" და "სითიგრუპ". 2013 და 2014 წლებში ის იყო KMG International-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი, როგორც ჯგუფის საქმიანობისა და ოპერაციების, ასევე რუმინეთსა და მთლიანად რეგიონში სექტორის თავისებურებების მცოდნე.

ილიას კულჟანოვმა დაამთავრა ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტი - მენავთობე-ინჟინრის სპეციალობით. ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში იმავე სპეციალობით - ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტში, ნურ-სულთანი, ყაზახეთი.

 

KMG International, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში (ნიდერლანდები), თავის ძირითად ოპერაციებს ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

დაახლოებით 6000 თანამშრომლით, ჯგუფის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობასთან, გადამუშავებასა და ნავთობ ქიმიკატების წარმოებასთან, დისტრიბუციასა (საცალო ვაჭრობა) და მარკეტინგთან, ისევე როგორც ნავთობპროდუქტების სფეროს სხვა სერვისებთან, ჭაბურღილების ბურღვასა და ინტეგრირებულ სამრეწველო მომსახურებებთან - EPCM (ინჟინერია, შესყიდვები, მშენებლობა და პროექტების მართვა).

რუმინეთში ჯგუფი მართავს "პეტრომიდია ნევოდარის" (Petromidia Navodari) (უმსხვილესი და ყველაზე კომპლექსური ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო) და "ვეგა პლოიეშტის"  (Vega Ploiesti) (ბიტუმისა და ჰექსანის ერთადერთი მწარმოებელი რუმინეთში) ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს და ასევე ერთადერთ ნავთობქიმიურ ქვეგანყოფილებას. გარდა ამისა, ჯგუფი მართავს საწვავის მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს შავი ზღვის რეგიონში, როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანიების (რუმინეთი, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო), ასევე სხვადასხვა პარტნიორების მეშვეობით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (თურქეთი, სერბეთი თუ საბერძნეთი).