Rompetrol
Presa
რომპეტროლი “BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,რომპეტროლ საქართველომ’’ საქველმოქმედო კამპანიის განახლება დააანონსა. ისევე როგორც გასულ წელს, კომპანია კვლავ აგრძელებს ორგანიზაცია „ბრეს საქართველოსთან“ (BREATH Georgia) თანამშრომლობას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარებას. თანამშრომლობის ფარგლებში „რომპეტროლ საქართველო“ მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის აღჭურვილი ავტომობილის უმაღლესი ხარისხის საწვავით მომარაგებას, რათა ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეუფერხებლად განხორციელდეს.

ბრეს საქართველოშეზღუდული შესაძლობების მქონე ბავშვებზე 2010 წლიდან ზრუნავს. დღესდღეობით ორგანიზაციის განკარგულებაში საოჯახო ტიპის ოთხი სახლია, რომლებიც 23 ბენეფიციარს ემსახურება. „ბრეს საქართველომაქსიმალურად უწყობს ხელს შშმ ბავშვების სოციალიზაციასა და მათი ყველასაჭიროების დაკმაყოფილებას.

ორგანიზაციის ბენეფიციარები სახელმწიფოს რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი, რაც სხვადასხვა სერვისს, მათ შორის, ფიზიკური თერაპევტის, ენისა და მეტყველების თერაპევტისა თუ ფსიქოლოგის მომსახურებას, მოიცავს. პროგრამა ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათთვის სხვადასხვა საციცოხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევის გამომუშავებაზეა ორიენტირებული.

პროგრამაში მონაწილეობა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრში ბენეფიციარების დღეში რამდენჯერმე ტრანსპორტირებას გულისხმობს, რაც ბავშვების მზრუნველისთვის საწვავის დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომრომპეტროლ საქართველომწელსაც გადაწყვიტა ხელი შეეწყო და ორგანიზაციას საწვავის 1000-ლიტრიანი ვაუჩერი გადასცა. შედეგად, ბენეფიციარები შეუფერხებლად და სისტემატიურად იღებენ იმ მომსახურებას, რომელიც მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

რომპეტროლ საქართველო უკვე მრავალი წელია ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. საწვავის უზრუნველყოფის გარდა, კომპანიამ ერთგვარ ტრადიციად აქცია ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, რაც გულისხმობს დღესასწაულის პერიოდში ბენეფიციარების გახარებას მათთვის სასურველი საჩუქრებითა და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობით.

რომპეტროლ საქართველოყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას უსურვებს.