Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის, KMG International-ის გენერალური დირექტორი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

ყაზახეთის დელეგაცია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ახლად არჩეული ვიცე პრეზიდენტის, ჟანატ ტუსუპბეკოვის ხელმძღვანელობით, ტოკიოს ოლიმპიურ ობიექტებს ეწვია და მოლაპარაკებები გამართა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მომზადებასთან დაკავშირებით.

IWF-ის ვიცე პრეზიდენტის რანგში ბ-ნმა ტუსუპბეკოვმა თავისი პირველი ვიზიტის დროს პირადად დაათვალიერა სპორტული დარბაზები იმ ათლეტებისთვის, რომლებიც ემზადებიან სიმძიმეების აწევაში და  სხვა ოლიმპიური სპორტული თამაშებისთვის, მოინახულა სპორტული სარეაბილიტაციო ოთახები და სავარჯიშო დარბაზები, ასევე ოლიმპიური თამაშებისთვის მომავალი სპორტული ობიექტების მშენებლობის ტერიტორიები.      

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 მაისს, KMG International-ის კომპანიათა ჯგუფის, მათ შორის „რომპეტროლ საქართველოს“, გენერალური დირექტორი, ჟანატ ტუსუპბეკოვი არჩეულ იქნა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ახალ ვიცე პრეზიდენტად IPF საარჩევნო კონგრესზე, რომელიც ბანკოკში, კერძოდ ტაილანდში, ჩატარდა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული იქნა შეთანხმება ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციისა (RKWF) და იაპონიის ძალოსნობის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შესახებ ყაზახეთის სპორტსმენების იაპონიის ოლიმპიურ საწვრთნელ ცენტრში მოსამზადებლად. წრთვნები რამდენჯერმე ჩატარდება 2019 და 2020 წლებში, ოლიმპიურ თამაშებამდე, სპეციალური გრაფიკის შემდეგ, ყაზახი ძალოსნების უკეთესი ადაპტაციისთვის. ორივე მხარემ გადაწყვიტა გაამყაროს თანამშრომლობა და გაუზიაროს გამოცდილება როგორც მწვრთნელებს, ასევე მედიცინის მუშაკებსა და კვების სპეციალისტებს.        

გარდა ამისა, იაპონური მხარე დაინტერესდა RKWF-ის გამოცდილებით მსხვილი სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მხრივ, ხაზი გაუსვა მსოფლიო ძალოსნობის ჩემპიონატს, რომელიც ალმაატაში ჩატარდა 2014 წელს, ასევე IWF მარკეტინგული კომისიის მონაწილეობას რიოში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაში.        

ოლიმპიურ ობიექტებზე ვიზიტი მოხდა IWF-ის ვიცე პრეზიდენტის ჟანატ ტუსუპბეკოვის აღმასრულებელი კომიტეტისა და IWF-ის კონგრესის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობის დროს, რომელიც 13-15 ივნისს გაიმართა. IWF-ის ღონისძიების მთავარი საკითხები  შეეხებოდა სამომავლო განვითარებას, მარკეტინგსა და დოპინგის საწინააღმდეგო დისციპლინის განვითარებას, ასევე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც ანაჰაიმში (აშშ) უნდა ჩატარდეს 2017 წლის 28 ნოემბერისა და 5 დეკემბრის პერიოდში

 

ინიციატივებმა, რომელიც -მა ტუსუპბეკოვმა განახორციელა, RKWF-ის პრეზიდენტის რანგში,  მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ ქვეყნების სპორტული აქტივობების განვითარებაში, სადაც ძალოსნობას მხარდაჭერა სჭირდება. ყაზახეთში ჩატარებული სამუშაოები შეფასდა საერთაშორისო დონეზე იმ ინიციატივების ჩათვლით, რომლებიც მიმართული იყო დოპინგის საწინააღმდეგო დისციპლინის გაძლიერების, ბავშვების სპორტით დაინტერესებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომზადების პირობების გაუმჯობესებისაკენ. უნდა აღინიშნოს, რომ - ტუსუპბეკოვის ხელმძღვანელობით, RKWF-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა რიოში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მარკეტინგული კამპანიის კოორდინირების კუთხით. ამავე წელს, მან დიდი წვლილი შეიტანა აზიის ძალოსნობის ჩემპიონატის პირველი საერთაშორისო ტრანსლირების საქმეში.    

სპორტში მიღწეული შედეგების გარდა, ჟანატ ტუსუპბეკოვს პროფესიონალური გამოცდილება აქვს კომპანიების წარმატებით მართვაში, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. 2012 წლის მაისიდან ის KMG International N.V. კომპანიათა ჯგუფის გენერალური დირექტორი (CEO) და ასევე დირექტორთა საბჭოს წევრია. ბოლო წლებში მისი მმართველობის პერიოდში ჯგუფმა მიაღწია რეკორდულად მაღალ ფინანსურ და სამუშაო შედეგებს და გახდა რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნავთობ-კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში.

KMG International Group- ასევე უზრუნველყოფს რუმინეთის, საქართველოსა და ყაზახეთის ძალოსნობის ფედერაციების მუდმივ მხარდაჭერას და დახმარებას.  

 

შპსრომპეტროლ საქართველოსპრესსამსახური.