Rompetrol
Presa
Rompetrol Rafinare-ი ანახლებს Petromidia-ს გადამმუშავებელი ქარხნის ნავთობქიმიური ბლოკის მუშაობას

Rompetrol Rafinare-ი მაისის დასაწყისში განაახლებს დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) ბლოკის მუშაობას. ამჟამად, მიმდინარეობს საბოლოო ტექნიკური ტესტირებები იმ დანადგარის ხელახლა ასამუშავებლად, რომელიც 2023 წლის ბოლოს დაიხურა ბაზარზე არახელსაყრელი გარემოებების გამო.

დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) ბლოკის რეინტეგრაცია ხორციელდება 1,5 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ხარჯებით, რითაც კომპანია აპირებს საკუთარი, როგორც რუმინეთში პოლიმერის ერთადერთი მწარმოებლის, პოზიციის გამყარებას.

„ნავთობქიმიურ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ გვიბიძგა დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარის ხელახალი გააქტიურებისკენ. ეს გამოიწვევს თვალსაჩინო პროგრესს ნავთობქიმიურ განყოფილებაში, რომელიც ბოლო დრომდე მხოლოდ პოლიპროპილენის (PP) დანადგარზე იყო დამოკიდებული. დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარის ხელახლა გაშვებით, ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს, როგორც ბაზრის ლიდერის სტატუსს სეგმენტში და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს რუმინეთში ნავთობ ქიმიკატების განვითარების საქმეში“, - თქვა იედილ უტეკოვმა, KMG International-ის (Rompetrol) წარმოებისა და სამრეწველო სერვისების მთავარმა ოფიცერმა.

დანადგარის უმოქმედობის მთელი პერიოდის განმავლობაში, Rompetrol Rafinare-ი ახდენდა დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარზე მომუშავე პერსონალის გადანაწილებას სხვადასხვა განყოფილებებში, რითაც კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი, როგორც სტაბილური, უსაფრთხო და საიმედო დამსაქმებლის სტატუსი, ბაზარზე არასახარბიელო გარემოებების მიუხედავად.

დანადგარზე მთელი აპრილის განმავლობაში მიმდინარეობდა კაპიტალური რემონტი, რაც მოიცავდა აღჭურვილობის შემოწმებას და ხელახალი ავტორიზაციის მოპოვებას არსებული რეგულაციების შესაბამისად. ჩატარდა ჰიდრავლიკური ტესტები წნევის ქვეშ, ტესტები სიმყარეზე და მილსადენის სისტემის შემოწმება, რომლითაც ხდება ნედლეულის ტრანსპორტირება.

ცოტა ხნის წინ, ასევე, წარმატებით დასრულდა ყველა ფუნქციონალური და უსაფრთხოების ტესტი. სრულ გაშვებამდე ყველა ეტაპი კოორდინირებული იყო Rominserv-ის,  ჯგუფის გენერალური კონტრაქტორის მიერ და უშუალოდ სამუშაოები  შესრულდა სპეციალიზებული ქვეკონტრაქტორების მიერ, Rompetrol Rafinare-ის სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

დანადგარი იმით გამოირჩევა, რომ მასზე დამონტაჟებულია 6,8 მეგავატიანი სიმძლავრის კომპრესორი (ამ ტიპის ყველაზე მსხვილი აღჭურვილობა გადამმუშავებელ ქარხანაში), რეაქტორი მუშაობს საშუალო წნევით 2300-2400 ბარი, ხოლო ეთილენი ინახება სპეციალურ კრიოგენურ ავზში -1030C ტემპერატურაზე.

ეთილენი ნედლი ნავთობიდან მიღებული ერთ-ერთი ნედლეულია, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. ეთილენის მწარმოებელ გადამმუშავებელ ქარხნებში არსებული მცირე პროდუქტის მარაგი (საწარმო ერთეულები, რომლებიც ასევე იყენებენ პიროლიზს - სპეციალურ დანადგარებს, რომლებიც ახორციელებენ გადამუშავებული ნედლეულის გვერდითი პროდუქტების უკუკონვერსიას) არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარისთვის საჭირო ნედლეულის ხელმისაწვდომობაზე.

წელიწადში 75,000 ტონა წარმოების სიმძლავრით, ბლოკი მაისიდან დაიწყებს მზა პროდუქციის სახეობების მიწოდებას თბოშეკუმშვადი ფირის, სასოფლო-სამეურნეო ფირის, სქელი პარკებისა და თხელი შესაფუთი ფირისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუმინეთის სხვადასხვა საწარმოო ხაზებს.

პოლიპროპილენის (PP) დანადგარის მეშვეობით 2024 წელს ნავთობქიმიურმა განყოფილებამ გადაამუშავა 83 000 ტონა პროპილენი, ხოლო პოლიმერის მთლიანმა წარმოებამ შეადგინა დაახლოებით 60 000 ათასი ტონა. 2025 წელს Rompetrol Rafinare-ი მიზნად ისახავს 145 000 ტონაზე მეტი პოლიმერის წარმოებას.

Rompetrol Rafinare-ის მსხვილი აქციონერები არიან KMG International-ი (54,63% - პირდაპირი და ირიბი) და რუმინეთის სახელმწიფო ენერგეტიკის სამინისტროს სახით (44,7%).


დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარის შესახებ

დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარი ექსპლუატაციაში 1988 წლის ზაფხულში შევიდა და გაჩერებული იქნა რვა წლის შემდეგ, 1996 წელს, მაშინ, როდესაც ის მუშაობდა შეფერხებით, რაც დაკავშირებული იყო პიროლიზის დანადგარის ფუნქციონირებასთან.

დანადგარი გაჩერებული იყო 2005 წლამდე, როდესაც ის შეყვანილ იქნა კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციის ყოვლისმომცველ პროგრამაში, მისი ხელახლა ამუშავების მიზნით. ამავდროულად, იმპორტირებული ეთილენის მიწოდების შესაძლებლობის შესაქმნელად, მიდიის პორტში აშენდა კრიოგენული ეთილენის მიწოდების ტერმინალი, საზღვაო დატვირთვა/გადმოტვირთვის მკლავით, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის ერთადერთ ტერმინალს შავ ზღვაში, 10 000 ტონა შესანახი ტევადობის რეზერვუარით.

დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) დანადგარის მოდერნიზაციას, თხევადი გაზის საზღვაო ტერმინალისა და ყველა დამხმარე ობიექტის მშენებლობას, თითქმის 20 წლის წინ, დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდა.

2006 წლის ოქტომბერში, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) ქარხანამ მუშაობა განაახლა, ექსკლუზიურად იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობით. იგი ფუნქციონირებდა ოპტიმალურ პირობებში 2023 წლის ნოემბრამდე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დანადგარის გაჩერების შესახებ, ბაზრის არასტაბილური გარემოებების გამო.