Rompetrol
Presa
KMG International-ი, „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყაზახეთსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობაში

ასტანაში გაიმართა ყაზახურ-ჰოლანდიური ბიზნეს ფორუმი, მე-3 ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები - ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის მოადგილე იერლან ხაიროვი და ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ჰენკ კამპმი.

ასტანაში გაიმართა ყაზახურ-ჰოლანდიური ბიზნეს ფორუმი, მე-3 ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები - ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის მოადგილე იერლან ხაიროვი და ნიდერლანდების სამეფოეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ჰენკ კამპმი. ღონისძიებაზე ყაზახეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო ერთობლივი ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე დანიარ ბერლიბაიევი, ეროვნული კომპანია KazMunayGas JSC- აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ჰოლანდიის მხრიდან ერთობლივი ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე შონ რუნი, სამთავრობო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი და ასევე კომპანია Royal Dutch Shell-ი.

ნიდერლანდების სამეფო ყაზახეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მთლიანი ინვესტიციები ქვეყანაში 70 მილიარდ დოლარზე მეტია.

გარდა თანამშრომლობის განვითარებისთვის აუცილებელი საქმიანი გარემოს შექმნისა, რეგულარულმა ბიზნეს ფორუმმა ასევე წარმოადგინა ყაზახური და ჰოლანდიური პროექტების ერთობლივი გამოფენის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომლებმაც მოახერხეს პოზიტიური შედეგების ჩვენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში თავიანთი წვლილის შეტანა. KazMunayGas-ის შვილობილი კომპანიის - KMG International ჯგუფის კომპანიების საქმიანობა და მიღწევები, მათ შორის „რომპეტროლ საქართველოსი“ - წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია.   

ბიზნესის ფორუმის დროს, KMG International-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟანატ ტუსუპბეკოვი და  KazMunayGas-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დანიარ ბერლიბაიევი დააჯილდოვეს ყაზახეთის/ნიდერლანდების 25 წლიანი თანამშრომლობის მედლით.

"ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია ჰოლანდიის მეშვეობით წარმართავს საერთაშორისო ოპერაციებს და მისი შვილობილი კომპანია KMG International-ის მეშვეობით ახორციელებს ინვესტიციებს ევროპაში", - განაცხადა დანიარ ბერლიბაიევმა.

KMG International N.V., ყაზახეთის ეროვნული კომპანია KazMunayGas JSC-ის 100%-იანი შვილობილი კომპანია, ოფიციალურად ნიდერლანდებშია რეგისტრირებული და  თავის საქმიანობას ნავთობისა და გაზის სფეროში 12 ქვეყანაში ახორციელებს.

 

 

შპს „რომპეტროლ საქართველოს“ პრესსამსახური.