რომპეტროლის პორთფოლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "hei" ბრენდის კონცეფცია რუმინეთის ბაზარზე 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ვითარდებოდა და ფოკუსირდებოდა რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე.
დღეის მდგომარეობით "hei"-ის მაღაზიებისა და კაფეების ქსელი 230-მდე გაყიდვის პუნქტითაა წარმოდგენილი რუმინეთსა და რეგიონში, რომლებიც გამოირჩევიან პროდუქციის ფართო ასორტიმენტით და მომხმარებლების ყავითა და ახალი კერძებით გასამასპინძლებლად გამოყოფილი სპეცილური სივრცეებით, რომელთა რეცეპტებიც შემუშავებულია სტუმარმასპინძლობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების მიერ.
2005 წელს შექმნილი ბრენდი "hei" იყო პირველი რუმინული ბრენდი, რომელიც ეფუძნებოდა მაღაზიის საქმიანობას ბენზინგასამართ სადგურზე და სტაბილურად ვითარდებოდა რომპეტროლის მომხმარებლების მოლოდინების შესაბამისად, ასევე მიჰყვებოდა ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და ფართოვდებოდა რეგიონულ დონეზე (ბულგარეთი, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო).
"hei" ბრენდის ისტორია ასახავს რომპეტროლში მომუშავე სპეციალისტების მისწრაფებებსა და ერთგულებას მათი საქმიანობის მიმართ, სურვილს შექმნან და შესთავაზონ მომხმარებელს ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოს უნიკალური გემოს მქონე კერძები, რომლებიც მომზადებულია სერტიფიცირებული და ცნობადი ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით, ადგილზე მომზადებული ახალი პროდუქტებითა და ყავის ბაზაზე დამზადებული სასმელების ფართო ასორტიმენტით. 20 წლის იუბილის აღნიშვნის პარალელურად, ჩვენ გპირდებით, რომ გავაგრძელებთ "hei" ბრენდის განვითარებას და გავაოცებთ ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციებით, როგორც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ქსელის გაფართოებით, ასევე შემოთავაზებული პროდუქტების ასორტიმენტისა და სერვისების გაზრდით“, - განაცხადა ვლად რუსნაკმა, KMG International-ის მარკეტინგისა და საცალო გაყიდვების დირექტორმა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბრენდ "hei"-ს განვითარებაში გასულ წელს გადაიდგა, როდესაც რომპეტროლის ამჟამინდელი ფრანშიზა გაფართოვდა საწვავის ფრანშიზიდან სრულყოფილ ფრანშიზამდე, რომელიც ასევე გულისხმობს "hei" ბრენდის ელემენტების გამოყენებას.
2023 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი ბრენდის კონსოლიდაციისთვის, როდესაც პირველად რუმინულ ბაზარზე რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურების ტერიტორიაზე 12 სერვის-ცენტრი გაიხსნა A1 გზატკეცილზე, Nadlac-Sibiu-ს მონაკვეთზე. ეს სერვის-ცენტრები აერთიანებენ როგორც საწვავის/AdBlue შევსების მიმართულებას, ელექტრო მანქანების სწრაფი დამუხტვის სადგურებს, პარკირებისა და მოსასვენებელ ტერიტორიას, ასევე დიდი სივრცის მქონე შიდა სივრცეებს, რომლის ფართობი სამჯერ აღემატება რომპეტროლის სხვა ბენზინგასამართი სადგურების საშუალო ფართობს.
ამგვარად, "hei" ბრენდის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა სამი სხვადასხვა მომსახურების ხაზი: "hei & gourmet", რომელიც მიმართულია სარესტორნო ტიპის მომსახურებაზე; "hei & go", რომელიც გულისხმობს სამომხმარებლო პროდუქციის რეალიზაციას, როგორიცაა სასმელები, ტკბილეული და სნექები; და "hei & coffee", რომელიც ითვალისწინებს ყავის, საკონდიტრო ნაწარმისა და სენდვიჩების შეთავაზებას. ეს სადგურები იყო პირველი რუმინეთში, სადაც მომხმარებლებს ცხელი კერძების მირთმევა შეეძლოთ.
პირველი "hei" ბრენდის მაღაზიები რუმინეთში 2005 წელს გაიხსნა, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ჩაუშვა, რამაც ადგილობრივ საწვავის ბაზარზე ახალი სიტყვა თქვა, მათ შორის efix-ის ბრენდის წარდგენა, რომლის ქვეშაც „პეტრომიდიას“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში წარმოებული საწვავი დღესაც იყიდება ქსელში; Fill&Go კორპორატიული ბარათები, რომლებიც პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე ანგარიშსწორების საშუალებას იძევა და მაღაზიების და კაფეების "hei" ბრენდის შექმნა.
2007 წლისთვის "hei" კონცეფცია უკვე დანერგილი იყო 70 ავტოგასამართ სადგურზე მთელი რუმინეთის მასშტაბით. განვითარება გაგრძელდა და 2013 წელს რომპეტროლმა დაიწყო რებრენდინგის ყოვლისმომცველი პროცესი. იგი ფოკუსირებული იყო კომპანიის ვიზუალური ცნობადობის განახლებასა და ახალი არქიტექტურის მეშვეობით თანამედროვე გარემოს შექმნაზე და ბენზინგასამართ სადგურზე შიდა სივრცის რეორგანიზაციაზე.
2019 წლის ბოლოს კომპანიამ შეიმუშავა რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურების ახალი კონცეფცია, რომელიც განხორციელდა 2020 წელს. ეს კონცეფცია ხასიათდება გარე დიზაინის ელემენტების თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანით და გასტრონომიული პროდუქტების საწარმოო ზონების ოპტიმიზაციით. შემდგომ, 2023 წელს, რომპეტროლმა რუმინეთში პირველად წარადგინა ახალი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა ავტობანებზე მომსახურების ზონების, საწვავის/AdBlue მიმართულების, ელექტრო მანქანების სწრაფი დამუხტვის სადგურების, პარკირებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ასევე, შიდა სივრცეების გაფართოებას, რომლებიც სამჯერ აღემატება რომპეტროლის სხვა ბენზინგასამართი სადგურების საშუალო ფართობს.
„hei coffee & gourmet“-ს კონცეფცია აერთიანებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებს მაღაზიისთვის, რესტორნისთვის, კაფესთვის საბავშვო სათამაშო ზონით, სივრცეებს დედებისთვის და შშმ პირებისთვის. ეს ბენზინგასამართი სადგურები პირველი იყო რუმინეთში, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ ისეთი ცხელი კერძების მირთმევა, რომლებიც დამზადებული იყო ადგილობრივი რუმინელი მწარმოებლებისგან შეძენილი ეკოპროდუქტებით.
შემუშავებული და დანერგილი რუმინეთში, "hei" ბრენდი მოგვიანებით რეგიონალური მასშტაბით გაფართოვდა. პირველი მაღაზია მოლდოვას რესპუბლიკაში 2024 წლის დასაწყისში გაიხსნა, ხოლო, საქართველოში კი მიმდინარე წლის თებერვალში. ამჟამად „hei” ობიექტი მოლდოვის რომპეტროლის 7 ბენზინგასამართ სადგურზეა წარმოდგენილი, საქართველოში კი 2029 წლის ბოლომდე 30 "hei" მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი.
გასული წლის ბოლოს რომპეტროლის სადისტრიბუციო ქსელი რუმინეთში წარმოდგენილი იყო 1342 გაყიდვის პუნქტით, მათ შორის საკუთარი სადგურები, პარტნიორი სადგურები, ასევე მობილური სადგურები, როგორიცაა Rompetrol Express-ი და შიდა ბაზები (9 და 20 კუბური მეტრის მოცულობის ავზები, რომლებიც განთავსებულია ისეთ სხვადასხვა სფეროებში მომუშავე კომპანიების ტერიტორიებზე, როგორიცაა სატრანსპორტო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ა.შ.). ამ პუნქტებში იყიდება „პეტრომიდიის" ქარხანაში წარმოებული საწვავი, რომელიც წარმოადგენს რუმინეთის მასშტაბით უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტს რეგიონში.