2025 წლის პირველ კვარტალში Rompetrol Rafinare-ის ბრუნვამ 1,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 21%-ით მეტია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და რაც განპირობებული იყო ძირითადი საოპერაციო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდით, დაწყებული ნედლეულის გადამუშავებით (42%) დამთავრებული საწვავის წარმოებით (35%-ზე მეტი ზრდის მაჩვენებლით).
შემაჯამებელი მაჩვენებელი* |
|
Q1 2025 |
Q1 2024 |
მთლიანი ბრუნვა |
USD |
1,322,554,395 |
1,093,551,498 |
EBITDA |
USD |
22,821,365 |
33,206,567 |
სუფთა შედეგი |
USD |
(37,326,293) |
(23,820,498) |
*შენიშვნა: Rompetrol Rafinare-ის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება მოიცავს Rompetrol Rafinare S.A.-ს და შვილობილი კომპანიების Rompetrol Downstream S.R.L, Rompetrol Gas S.R.L, Rompetrol Quality Control S.R.L, Rom Oil S.A. და Rompetrol Petrochemicals S.R.L.საქმიანობის შედეგებს
საოპერაციო მოგებამ (EBITDA), ინდიკატორმა, რომელიც ასახავს კომპანიის ფინანსურ შედეგებს გადასახადების, პროცენტების დაქვითვამდე და ცვეთა და ამორტიზაციამდე, 22.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 30%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე წლის პირველ კვარტალში გავლენა იქონია საერთაშორისო ფასების მერყეობამ (ნედლი ნავთობი, ბიოკომპონენტები), ასევე მოთხოვნის შემცირების სეზონურმა ტენდენციებმა, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მობილურობის შემცირებით და მრეწველობის, ინფრასტრუქტურის თუ სოფლის მეურნეობის სექტორებში სამუშაოს ნაკლებობით.
პირველ კვარტალში დასრულდა ყველა საჭირო სამუშაოები დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) ქარხნის ხელახალი გაშვებისთვის, რომელიც ამ თვის დასაწყისში შევიდა ექსპლუატაციაში და რომელიც შეუერთდება პოლიპროპილენის (PP) არსებულ ქარხანას. ამ ორი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე უზრუნველყოფს კომპანიის, როგორც მიმწოდებლის და ბაზრის ლიდერის პოზიციას ნავთობქიმიურ სეგმენტში, რადგან Rompetrol Rafinare-ი წარმოადგენს პოლიმერების ერთადერთ ადგილობრივ მწარმოებელს რუმინეთში.
ამავდროულად, სადისტრიბუციო სეგმენტმა შეიმუშავა გაყიდვების გაფართოებული სტრატეგია, რამაც ხელი შეუწყო იმ ფაქტორების კომპენსირებას, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ფინანსურ შედეგებზე. ამრიგად, რუმინულ ბაზარზე დაფიქსირდა 7%-იანი ზრდა საწვავის ორი სახეობის (ბენზინი და დიზელი) გაყიდვაზე, ასევე გაიზარდა 81%-ით საავიაციო საწვავის და 29%-ით LPG-ის გაყიდვები.
Rompetrol Rafinare-მა განაგრძო ორი გადამმუშავებელი ქარხნისა და ნავთობქიმიური განყოფილების პროდუქტების მიწოდება ძირითადად რუმინულ ბაზარზე, თუმცა, ასევე ხელი შეუწყო KMG International (Rompetrol) ჯგუფის შვილობილ კომპანიებს რეგიონში ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მოცულობის მიწოდებას.
Rompetrol Rafinare-ის ექსპორტის საერთო ღირებულებამ (ნავთობგადამმუშავებელი და ნავთობქიმიური განყოფილებების მეშვეობით) წლის პირველ კვარტალში 407 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტში ექსპორტირებული ნავთობპროდუქტების თითქმის გაორმაგებული მოცულობის წყალობით (605 ათასი ტონა) გახდა შესაძლებელი.
Rompetrol Rafinare-მ წლის პირველ კვარტალში საგრძნობლად გაზარდა თავისი წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტში: 2024 წლის პირველ კვარტალში 316 მილიონი აშშ დოლარიდან 2025 წლის პირველ კვარტალში 372 მილიონ აშშ დოლარამდე.
გადამუშავების სეგმენტი*
ფინანსური მაჩვენებელი |
|
კვარტალი 1, 2025 |
კვარტალი 1, 2024 |
მთლიანი ბრუნვა |
USD |
1,104,836,638 |
937,716,632 |
EBITDA |
USD |
17,155,130 |
28,509,947 |
სუფთა შედეგი |
USD |
(34,537,845) |
(4,766,418) |
ოპერაციული მაჩვენებელი |
|
|
|
გადამუშავებული ნედლეული – Petromidia |
kt |
1,338 |
943 |
გადამუშავებული ნედლეული – Vega |
kt |
75 |
61 |
ბენზინის წარმოება |
kt |
413 |
274 |
დიზელისა და საავიაციო საწვავის წარმოება |
kt |
663 |
508 |
საწვავის გაყიდვები – შიდა |
kt |
524 |
482 |
საწვავის გაყიდვები – ექსპორტი |
kt |
487 |
251 |
*შენიშვნა: გადამუშავების სეგმენტი მოიცავს Petromidia Navodari-სა და Vega Ploiesti-ის გადამმუშავებელი ქარხნების შედეგებს. Rompetrol Rafinare-ი გადამუშავების მთლიანი მოგებას ითვლის შემდეგნაირად: (ნავთობპროდუქტების გაყიდვები – ნედლეულის ღირებულება)/გაყიდვების მოცულობა. გადამუშავებისგან მიღებული წმინდა მოგება არის საოპერაციო მოგება (EBITDA) გაყოფილი გაყიდვების მოცულობაზე.
Petromidia-ს ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც შავ ზღვაზე მსგავსი ტიპის უმსხვილეს და ყველაზე თანამედროვე ქარხანას წარმოადგენს, 2025 წლის პირველ ნახევარში ძირითადად ყაზახეთის ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა. Navodari-ს ბლოკი იღებს ნედლეულის სტაბილურ რაოდენობას, ძირითადად ყაზახური ნედლი ნავთობის შესყიდვით, რომელსაც მხარს უჭერს KazMunayGas, ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია.
წლის პირველ კვარტალში Petromidia-ს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 1,34 მილიონი ტონა ნედლეული გადაამუშავა (ძირითადად ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი (KEBCO და CPC)). 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ნედლეულის მოცულობის 42%-იანმა ზრდამ გამოიწვია როგორც ბენზინის (413 ათასი ტონა, + 51%), ასევე დიზელის საწვავის (663 ათასი ტონა, + 31%) წარმოების ზრდა.
2025 წლის პირველ კვარტალში ქარხნის საშუალო დღიურმა სიმძლავრემ 14,87 ათას ტონას მიაღწია, რაც შესაძლებელი გახდა ნედლი ნავთობის ხელმისაწვდომობისა (55,9% KEBCO, 44,1% მსუბუქი ნავთობის ნაზავი) და გადამმუშავებელი ბლოკების უწყვეტი და შეუფერხებელი მუშაობის წყალობით.
ასევე, გადამამუშავებელი სიმძლავრის გამოყენება გაიზარდა 23.4%-ით (92.3%-მდე), რამაც ასევე ხელი შეუწყო Jet A1-ის წარმოების კვარტალური რეკორდის მიღწევას (131,000 ტონა).
პეტრომიდიას ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში მიღწეული იქნა სუფთა ნავთობპროდუქტების მთლიანი მოცულობის 85,83%-სა და ენერგეტიკული ინტენსივობის ინდექსის 94,6 მიღება, - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში, 12.8 პუნქტით დაკლებული წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისა და რაციონალიზაციის მცდელობის შედეგად, ხოლო პროცესის დანაკარგებმა შეადგინა მხოლოდ 0,87%.
რაც შეეხება „ვეგა“-ს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას (ბიტუმისა და ჰექსანის ერთადერთი რუმინული მწარმოებელი), 2025 წლის პირველ კვარტალში გადამუშავებული ნედლეულის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 75 ათასი ტონა, რაც დაახლოებით 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„ვეგა“-ს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში დაფიქსირებულია კარგი საოპერაციო მაჩვენებლები: ენერგომოხმარებამ შეადგინა - 3.1 GJ/ტ, ტექნოლოგიურმა დანაკარგებმა - 0.68%, ხოლო გადამუშავების სიმძლავრის გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 17%-ით 2024 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.
ძალიან კარგმა საოპერაციო შედეგებმა ნაწილობრივ აანაზღაურა ბაზრის ცვალებადობის უარყოფითი გავლენა, რომელიც გამოვლინდა მთლიანი გადამუშავების მარჟის კლებაში საშუალოდ 85 აშშ დოლარი/ტონიდან 2024 წლის პირველ კვარტალში 64 აშშ/ტონამდე 2025 წლის პირველ კვარტალში. ამგვარად, გადამუშავების სეგმენტმა დააფიქსირა საერთო ბრუნვა 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, საოპერაციო მოგება (EBITDA) 17,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და უარყოფითი სუფთა შედეგი 34,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
ნავთობქიმიური სეგმენტი*
ფინანსური მაჩვენებელი |
|
კვარტალი 1, 2025 |
კვარტალი 1, 2024 |
მთლიანი ბრუნვა |
USD |
22,645,291 |
27,464,059 |
EBITDA |
USD |
(16,975,074) |
(16,285,915) |
სუფთა შედეგი |
USD |
(9,174,136) |
(19,601,107) |
ოპერაციული მაჩვენებელი |
|
|
|
გადამუშავებული პროპილენი |
kt |
21 |
23 |
პოლიმერის საერთო წარმოება |
kt |
15 |
16 |
გაყიდვების საერთო მოცულობა |
kt |
21 |
25 |
*შენიშვნა: ნავთობქიმიური სეგმენტი მოიცავს Rompetrol Rafinare-ისა და Rompetrol Petrochemicals SRL-ის ნავთობქიმიურ საქმიანობას.
2025 წლის პირველ კვარტალში ნავთობქიმიურ სეგმენტში პოლიმერების წარმოების მთლიანმა მოცულობამ 15 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლის მსგავსია.
საოპერაციო შედეგებზე, ძირითადად, გავლენა იქონია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) ქარხნის დროებითმა გაჩერებამ და პოლიპროპილენის (PP) ქარხნის სიმძლავრის შემცირებამ ნავთობქიმიურ ბაზარზე დაბალი მოთხოვნის გამო.
ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად, რუმინეთში ერთადერთი ნავთობქიმიური ერთეული განაგრძობდა პროდუქციის მიწოდებას პარტნიორებისთვის შესაბამის ინდუსტრიებში, რითაც ხელს უწყობდა რამდენიმე წარმოების სეგმენტს ქვეყანაში.
გარდა ამისა, ნავთობქიმიური სეგმენტი ორიენტირებულია საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, რასაც მხარს უჭერს LDPE ქარხნის ბოლოდროინდელი ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება და PP ქარხნის ოპტიმალური მუშაობა; კომპანიის მიზანია დაახლოებით 150 ათასი ტონა ნედლეულის გადამუშავება (შიდა გადამუშავების პროცესში მიღებული პროპილენი და იმპორტირებული ეთილენი).
ნავთობქიმიური სეგმენტი არის პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის ერთადერთი მწარმოებელი რუმინეთში, რომელსაც აქვს პოტენციალი გაზარდოს თავისი წილი შიდა და რეგიონულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ბაზრის სტაბილიზაციის შემდეგ.
დისტრიბუციის სეგმენტი*
ფინანსური მაჩვენებელი |
|
კვარტალი 1, 2025 |
კვარტალი 1, 2024 |
მთლიანი ბრუნვა |
USD |
751,325,749 |
759,103,151 |
EBITDA |
USD |
19,882,824 |
24,499,644 |
სუფთა შედეგი |
USD |
4,399,964 |
4,816,638 |
ოპერაციული მაჩვენებელი |
|
|
|
გაყიდული საწვავი - საცალო გაყიდვები |
kt |
259 |
270 |
გაყიდული საწვავი - საბითუმო გაყიდვები |
kt |
149 |
141 |
გაყიდული LPG |
kt |
65 |
50 |
*შენიშვნა: დისტრიბუციის სეგმენტი მოიცავს შვილობილი კომპანიების Rompetrol Downstream, Rom Oil, Rompetrol Quality Control, Rompetrol Logistics და Rompetrol Gas-ის შედეგებს.
დისტრიბუციის სეგმენტის კონსოლიდირებულმა მთლიანმა ბრუნვამ წლის პირველ კვარტალში 751 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
პირველ კვარტალში ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასებმა ბენზინზე 14%-ით და დიზელზე 15%-ით იკლო. ამ ფაქტორებმა ფინანსური მაჩვენებლების ზრდის საშუალება არ მოგვცა, მიუხედავად საცალო სექტორში სტაბილური შიდა და რეგიონული გაყიდვებისა და საბითუმო სექტორში გაყიდვების ზრდისა (5%) - ევოლუცია, რომელსაც ხელი შეუწყო Rompetrol Downstream-ის მიერ მოგებულმა ტენდერებმა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სეგმენტში (Iasi, Ploiesti).
ჯგუფის დონეზე მიღებულმა პროაქტიულმა სტრატეგიამ დიდწილად მოახდინა კოტირებების გავლენის კომპენსირება: მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინისა და დიზელის საწვავის შიდა გაყიდვები (7%), საავიაციო საწვავის გაყიდვები (81%) და LPG-ის გაყიდვები (29%).
2025 წლის მარტის ბოლოსთვის, Rompetrol Downstream-ის სადისტრიბუციო ქსელი მოიცავდა 1,181 გაყიდვის წერტილს, მათ შორის საკუთარ ავტოგასამართ სადგურებს, პარტნიორ სადგურებს და მობილურ ავტოგასამართ სადგურებს: ექსპრეს, შიდა ბაზებს 9 და 20 კუბური მეტრის მოცულობით.