Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველომ“ ავტოგასამართი სადგურების მუშაობის ოპტიმიზაცია დაიწყო

„რომპეტროლ საქართველოში“ ქსელის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მიმდინარეობს ავტოგასამართი სადგურების მუშაობის ოპტიმიზაციის პროცესი, რაც გრძელვადიანი პერსპექტივით, ქვეყნის მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებასა და განვითარებას, რიგი სადგურების დახურვასა და ახალი ბენზინგასამართი სადგურების გახსნას გულისხმობს.

სიახლის მიზანი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილების მაქსიმალური ზრდა და ჩვენი მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ახალი სადგურების ადგილმდებარეობა გზის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად შეირჩევა. ობიექტების გარკვეული რაოდენობა კი, ქსელის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, დაიხურება, თუმცა, ეს არ აისახება მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეუფერხებლად მიწოდების პროცესზე.

ხალი სადგურების გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით ჩვენი ვებგვერდისა და ფეისბუქ გვერდის (რომპეტროლი | Rompetrol Georgia) მეშვეობით. ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, რომ დახურული სადგურების ნაცვლად ისარგებლოთ ახლომდებარე ობიექტებით. დეტალური ინფორმაციას გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული მომხმარებლის ერთგულება. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, კომპანიის მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და გავზარდოთ თქვენი კმაყოფილება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენი გაყიდვების გუნდის წარმომადგენლებს ან დაგვირეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე: (+995 32) 2 24 04 44.

სადგურის დასახელება, რომელიც წყვეტს მუშაობას ახლომდებარე სადგურის დასახელება ახლომდებარე სადგურის იურიდიული მისამართი
ჯავახეთი 2 ჯავახეთი 1 თბილისი, ჯავახეთის ქუჩა 50
ნუცუბიძე გპი თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა 79
ქავთარაძე გპი თბილისი, მ. კოსტავას ქუჩა 79
გლდანი სანზონა 1 თბილისი, ს/ს "ელმავალმშენებელი"-ს მიმდ. ტერიტორია
ორთაჭალა 1 ორთაჭალა 4 / ჰესი / სალოსი თბილისი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარედ / ორთაჭალის ჰესის მიმდ. ტერიტორია / ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი 6.
ორთაჭალა 3 ორთაჭალა 4 / ჰესი / სალოსი თბილისი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარედ / ორთაჭალის ჰესის მიმდ. ტერიტორია / ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი 6.
შეშელიძე 2 სანზონა 1 თბილისი, ს/ს "ელმავალმშენებელი"-ს მიმდ. ტერიტორია
გომბორი ლილო 1 თბილისი, კახეთის გზადკეცილისა და ცეკავშირის ბაზის გადაკვეთა
მცხეთა დიღომი1 მცხეთა, დ. აღმაშენებლის გამზირი მე-14 კმ.
ნატახტარი დიღომი1 მცხეთა, დ. აღმაშენებლის გამზირი მე-14 კმ.
რუსთავი 1 რუსთავი 2 რუსთავი, მეგობრობის გამზირი 30ა
ბაკურციხე კაჭრეთი გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
კუმისი მარნეული 3 მარნეული, ქალაქის შესასვლელი, მარცხენა მხარე
ხაშური ბორჯომი ბორჯომი, ვაშლოვანის დასახლების მიმდებარედ
ქუთაისი 1 ქუთაისი 4 / ქუთასი 5 ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 2ბ / ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1ა
ქუთაისი 2 ქუთაისი 4 / ქუთასი 5 ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 2ბ / ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1ა
ქუთაისი 3 ქუთაისი 4 / ქუთასი 5 ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 2ბ / ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1ა
ქვიტირი ქუთაისი 4 / ქუთასი 5 ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 2ბ / ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1ა
ქობულეთი ქობულეთი 2 ქობულეთი, მესხიძის ქუჩა 15
ბათუმი 4 ბათუმი 6 ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა 64