Rompetrol

EFIX

Efix-ის საწვავის მთელ ასორტიმენტს აწარმოებს „პეტრომიდია“ - უმაღლესი კლასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მდებარეობს სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში და უმსხვილესია რუმინეთში. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და დანამატების და აქტიური ნივთიერებების ოპტიმალურ კომბინაციაზე დაყრდნობით, Efix იცავს ძრავს, წმენდს სარქველებს და ინჟექტორებს, ამცირებს საწვავის მოხმარებას და აუმჯობესებს როგორც ახალი ასევე ძველი ავტომობილების ძრავების მუშაობას.

Efix-ის პროდუქციის ხარისხი მუდმივად მოწმდება მისი ამოღების წერტილიდან ტუმბომდე გერმანიაში მდებარე საწვავის და საპოხი მასალების შესაბამისობის ცენტრის ლაბორატორიის მიერ.

Efix-ის პროდუქცია იყიდება 1,110 საწვავის სადისტრიბუციო პუნქტში, რომლებიც შედიან KMG Rompetrol–ის მფლობელობაში რუმინეთში, საქართველოში, ბულგარეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, საფრანგეთში და ესპანეთში.

Engine

რატომ უნდა აირჩიოთ Efix-ი?

წმენდს ინჟექტორებს

 

Efix არის საწვავი, რომელიც არ შეიცავს ტყვიას და წარმოადგენს დანამატების და აქტიური ნივთიერებების ისეთ ოპტიმალურ კომბინაციას, რაც წმენდს გამფრქვევებს, სარქველებს და ცილინდრებს და უნარჩუნებს მათ სისუფთავეს.

მის შემადგენლობაში სპეციალური გამწმენდი საშუალების შემცველობის გამო, Efix ასუფთავებს გამფრქვევებს ნადებისგან საწვავის ჩასხმისთანავე. ამიტომ, თქვენი მგზავრობა იქნება მშვიდი და სასიამოვნო, ხოლო სერვის ცენტრებში სტუმრობა კი იშვიათად დაგჭირდებათ.

 

წმენდს სარქველებს

Efix ათავისუფლებს სარქველებს ნადებისგან და უნარჩუნებს მათ სისუფთავეს.

დაბალი ხარისხის საწვავი არ იწვის ბოლომდე, და ტოვებს ნაწილაკებს, რომლებიც ქმნიან კალამინის ნადებს სარქველებსა და დგუშის პირებზე. კალამინი არ იძლევა შესქელების და შეკუმშვის შესაძლებლობას, რაც აუცილებელია საწვავის ეფექტური წვისთვის წვის კამერაში. ამის შედეგად იმატებს საწვავის მოხმარება და მცირდება ძრავის ენერგია. Efix-ის საწვავები შეიცავენ სპეციალურ დანამატებს, რომლებიც განკუთვნილია მსგავსი ნადების მოსაცილებლად.

ძრავაზე მრავალჯერ შესრულებულმა ტესტებმა დაამტკიცეს, რომ Efix წმენდს სარქველებს და გარდა ამისა, Efix-ის საწვავის მუდმივი მოხმარება უნარჩუნებს სარქველებს ოპტიმალურ და გამართულ სამუშაო პირობებს.

ამცირებს საწვავის მოხმარებას

ძრავის გაუმართავი მუშაობა უარყოფითად მოქმედებს საწვავის მოხმარებაზე. Efix-ის საწვავი სპეციალურად შემუშავებულია ძრავის გაწმენდისა და დაცვისთვის, ეხმარება მას ოპტიმალური პარამეტრების შენარჩუნებაში. მხოლოდ ამ პირობების გათვალისწინებით შეგვიძლია ვისაუბროთ საწვავის ოპტიმალურ მოხმარებაზე.

საწვავის მოხმარებაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი: ავტომობილის მარკა, მისი გამოშვების წელი, ავტომობილის დატვირთვა, ავტომობილის მართვის სტილი, საგზაო-სატრანსპორტო პირობები და სხვა, და ეს ყველაფერი იწვევს მოხმარების ზრდას.

ძრავის დაცვისთვის სპეციალურად შექმნილი საწვავის გამოყენებით, განსაკუთრებული პირობები იქმნება ავტომობილის ცვეთის და ასევე ძრავის სტრესფაქტორების მინიმიზაციისთვის, საწვავის მოხმარების ოპტიმიზირებით.

Efix-ის საწვავის გამოყენება ამცირებს საწვავის მოხმარებას 3%–ით. გარდა ამისა, ის შეესაბამება Euro 5-ის ემისიების სტანდარტებს, მას აქვს გოგირდის, ბენზოლის, ოლეფინების და ალკილირებული არომატული ნახშირწყალბადების დაბალი შემცველობა და მისი ოქტანური რიცხვი განისაზღვრება 95–ით.

იცავს თქვენს ძრავს

დაბალი ხარისხის საწვავს შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს ძრავის ზოგიერთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე და, დროთა განმავლობაში, მოახდინოს ზეგავლენა მის მუშაობაზე. არასათანადო ხარისხის მქონე საწვავის გამოყენება აისახება ავტომობილის ქცევაზე მართვის დროს, და ასევე მძღოლის ჯიბეზე, - მას მოუწევს მეტი ფულის დახარჯვა სათადარიგო ნაწილებზე და სარემონტო სამუშაოებზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ზედმეტ სტრესთან და დახარჯულ დროსთან.

რომპეტროლის Efix-ის საწვავები იცავენ ძრავს და ამავდროულად გიცავთ თქვენ ზედმეტი თავის ტკივილისგან და დამატებითი ხარჯებისგან. Efix-ის საწვავი შეიცავს ყველა იმ დანამატს და ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ძრავის გაწმენდისთვის და მისი დაცვისთვის კოროზიებისგან და ნადებისგან. Efix–ით დაცული ძრავი მუშაობს ოპტიმალურ რეჟიმში და მოიხმარს ნაკლებ საწვავს.

დანამატების და აქტიური ნივთიერებების ოპტიმალურ კომბინაციაზე დაყრდნობით, Efix ათავისუფლებს ძრავს ნადებისგან, იცავს მას კოროზიისგან, ახდენს ძრავის მუშაობის ოპტიმიზაციას და უზრუნველყოფს დაბალ მოხმარებას. აღნიშნული საწვავის ხარისხობრივი თვისებები და მისი უპირატესობები მძღოლებისთვის დადასტურებულია უამრავი სიღრმისეული ტესტებით.

ეს ყველაფერი პირდაპირაა დაკავშირებული კომფორტთან და ამარტივებს ავტომობილის მართვას. გარდა ამისა, ზოგავს დროს და ფულს, ამცირებს ავტომობილის განმეორებითი ტექნიკური შემოწმების რიცხვს და სათადარიგო და დამატებითი  აცტო ნაწილებზე გასაწევ ხარჯებს.

იცავს თქვენს ძრავს

რომპეტროლის Efix-ი პირველ საწვავია, რომელიც შემუშავებულია ძრავის დასაცავად. ის შეიცავს იმ ყველა დანამატს და ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ძრავის გაწმენდისთვის და კოროზიისა და ნადებისგან მის დასაცავად.

Efix-ით დაცული ძრავი მუშაობს ოპტიმალურად და საწვავის მოხმარებაც ნაკლებია.

ზრდის ძრავის ეფექტურობას

Efix-ის საწვავი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომელიც საჭიროა ავტომობილის ოპტიმალური მუშაობისთვის. თქვენი ავტომობილის კონფიგურაციის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი საწვავის ტიპი თქვენი ავტომობილისთვის.

Efix-ის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის დატვირთულ მუშაობას, ძრავის ეფექტურობას და საიმედოობას. ოქტანობის მაღალი შემცველობის გამო, Efix უზრუნველყოფს ავტომობილის მარტივ დაქოქვას, უხარვეზო მუშაობას ნეიტრალურ სიჩქარეში, არ იწვევს ვიბრირებას მაღალ ბრუნვაზე და ძრავის უფრო სწრაფ რეაგირებას არაორდინარულ პირობებში როგორიცაა გადატვირთვა, აღმართები და დიდი დატვირთვები.

სიწმინდის მაღალი დონით, Efix-ის საწვავი უზრუნველყოფს ბოლომდე წვას, მაღალ თბოგამტარობას და რაც მთავარია, ძრავის ცვეთის შემცირებას.

Efix-ის დიზელი, რომელშიც ცეტანის შემცველობა აღწევს 55–, - მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე გათვალისწინებულია სტანდარტით, - განაპირობებს უფრო ძლიერ შიდა წვას, რომელიც იწვევს უფრო ეფექტურ საწვავის წვის პროცესს. ამიტომ, დიზელის ძრავები მოიხმარენ ნაკლებ საწვავს, მაგრამ გამოყოფენ მეტ ენერგიას.

თავსებადია ნებისმიერი მარკის ავტომობილთან

Efix განკუთვნილია როგორც გამწოვ სისტემაში დანერგილი კატალიზური კონვერტორების მქონე ავტომობილებისთვის, ასევე გამონაბოლქვის გაუმჯობესებული განმწმენდი სისტემით აღჭურვილი ძრავებისთვის.

ამიტომ, ავტომობილის მარკის მიუხედავად, Efix უზრუნველყოფს მის ეფექტურ და ოპტიმალურ მუშაობას უწყვეტ რეჟიმში.

რომპეტროლის სადგურებზე ხელმისაწვდომი პროდუქციის სახეობებია:

საწვავის მახასიათებლები

ეფიქს სუპერი

მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
სტანდარტი: ევრო 5
ოქტანური რიცხვი (RON): 98.7
გოგირდის შემცველობა: 5.4 mმგ/კგ
ტყვიის შემცველობა: < 2.5 მგ/ლ

ეფიქს ევრო პრემიუმი

მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
სტანდარტი: ევრო 5
ოქტანური რიცხვი (RON): 96.6
გოგირდის შემცველობა: 3.8 მგ/კგ
ტყვიის შემცველობა: < 2.5 მგ/ლ

ევრო რეგულარი

მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
სტანდარტი: ევრო 5
ოქტანური რიცხვი (RON): 93.8
გოგირდის შემცველობა: 5.3 მგ/კგ
ტყვიის შემცველობა: < 2.5 მგ/ლ

ეფიქს ევრო დიზელი

მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
სტანდარტი: ევრო 5
ცეტანური რიცხვი: 51.3
გოგირდის შემცველობა: 7.2 მგ/კგ
აალების წერტილი: 63 C°

ევრო დიზელი

მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
სტანდარტი: ევრო 5
ცეტანური რიცხვი: 51.3
გოგირდის შემცველობა: 7.2 მგ/კგ
აალების წერტილი: 63 C°

აღმოაჩინეთ

$(function () { $('[data-toggle="tooltip"]').tooltip() });