Rompetrol
Presa
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო ძალოსანს - ლაშა ტალახაძეს თბილისში დააჯილდოებს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება. სადაც ასევე დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება. სადაც ასევე დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, ქართველმა ძალოსანმა გამარჯვება პირველად მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაისაკუთრა.

ძალოსნობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი როდესაც მსოფლიოს რჩეული ძალოსნების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წარმატებაა.

„რომპეტროლი“ ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთხელ ულოცავს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულს.  გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. წარმატებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის თავდაუზოგავ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, ლაშა ტალახაძის წარმატება კი მთელმა მსოფლიომ აღიარა. „რომპეტროლი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდ ყურადღებას უთმობს სპორტის მხარდაჭერას, რაც სხვადასხვა აქტივობებში გამოიხატება. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას,  გვეამაყება რომ ასეთი წარმატებული სპორტის მხარდამჭერები ვართ.“- განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაინოვმა.

"წლის საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოების ცერემონიის თბილისში ორგანიზება ქართული ძალოსნობის კიდევ ერთი აღიარებაა. ესაა ერთგვარი პატივისცემა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის და ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის. კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მისცა ლაშა ტალახაძეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერ კომპანია „რომპეტროლს“ წლების განმავლობაში მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობისთვის“.- აცხადებს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ  სხვადასხვა საორგანოზაციო დეტალები და ცერემონიის გამართვის ადგილმდებარეობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.

„რომპეტროლ საქართველო“ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ სპონსორობას და ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას მეოთხე წელია ახორციელებს.