Rompetrol
Presa
„რომპეტროლ საქართველოს“ მთავარი პრიზის - ავტომობილის მფლობელი გორში მცხოვრები მომხმარებელი გახდა

„რომპეტროლ საქართველოს“ წამახალისებელი გათამაშების მთავარი პრიზის - ავტომობილის მფლობელი გორში მცხოვრები გიორგი მჭედლიძე გახდა. რომპეტროლის ფინალური გათამაშება 26 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა სადაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშდა საწვავის ხუთი 500 ლიტრიანი ვაუჩერი და მთავარი პრიზი - Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი.

„რომპეტროლ საქართველოს“ წამახალისებელი გათამაშების მთავარი პრიზის - ავტომობილის მფლობელი გორში მცხოვრები გიორგი მჭედლიძე გახდა.

რომპეტროლის ფინალური გათამაშება 26 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში გაიმართა სადაც ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშდა საწვავის ხუთი 500 ლიტრიანი ვაუჩერი და მთავარი პრიზი - Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი.

გამარჯვებულს კუთვნილი ავტომობილი საზეიმო ვითარებაში, რამდენიმე დღეში გადაეცემა. გიორგი მჭედლიძეს გათამაშების 20-მდე ბილეთი ჰქონდა, როგორც გაგვიმხილა გამარჯვება მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, რომ დამირეკეს პირველად ვიფიქრე ხუმრობა იყო, შემდეგ კი მივხვდი რომ ძალიან გამიმართლა. წლებია რომპეტროლის ერთგული მომხმარებელი ვარ, ძალიან დიდი მადლობა მას ამხელა სიხარულისთვის.- აცხადებს გიორგი მჭედლიძე.

რომპეტროლის წამახალისებელი გათამაშება - ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!" 1 აგვისტოს დაიწყო. გათამაშების ფარგლებში 3 შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართა. მომხმარებლებმა უმაღლესი ხარისხის 200 და 500 ლიტრის საწვავის ვაუჩერები და უახლესი მოდელის Mercedes-Benz E 200 კლასის ავტომობილი მოიგეს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მომხმარებელს შეეძლო, ვინც რომპეტროლის ფასდაკლების ბარათით სარგებლობს.

ჩვენ შევეცადეთ წაგვეხალისებინა ჩვენი ერთგული მომხმარებელი მათთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზებით და ამით უფრო მეტი კომფორტის შექმნით. რომპეტროლის ეს გათამაშება კომპანიის ახალ პროდუქტს ლოიალობის ბარათს დავუკავშირეთ, რომელიც 1 აგვისტოდან გახდა ხელმისაწვდომი. ის წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს და მისი მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს 8-დან 15 თეთრამდე ფასდაკლებით ერთ ლიტრ საწვავზე. ჩვენი გუნდის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც ჩართული იყო გათამაშებაში, წარმატებას ვუსურვებთ ყველა გამარჯვებულს, - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, რომპეტროლი კვლავ გააგრძელებს მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქტივობების შეთავაზებას.

რომპეტროლი საქართველოს ბაზარზე უკვე 11 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International- კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. გასულ წელს ჯგუფმა რეკორდული საოპერაციო და ფინანსური შედეგები აჩვენა, რითაც ის რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად, ხოლო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ დასახელდა.