Rompetrol
Presa
რომპეტროლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას აგრძელებს

“რომპეტროლ საქართველო” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებელ კამპანიაში კვლავ ჩაერთო. ორგანიზაცია “ბრეს საქართველოსთან” კოლაბორაციის მიზანი, პირველ რიგში, მზრუნველობას მოკლებული შშმ ბავშვების მხარდაჭერა და მათ საჭიროებებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში კომპანია რომპეტროლმა ერთი წლის განმავლობაში 1000 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერული დაფინანსება გამოყო ბავშვებისთვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების უზრუნველსაყოფად.

აქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, შშმ ბავშვების დასახმარებელი სერვისების ნაკლებობაა. ბევრ ბავშვს არ მიუწვდება ხელი სოციალურ დახმარებასა და მომსახურებებზე. ამ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა არის ერთ-ერთი საშუალება სწორი განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ასაკობრივ აქტივობებში ჩართვისთვის. უფრო კონკრეტულად, შერჩეული პროგრამა და სპეციელისტების მიერ წარმართული პროცესები ბავშვებს ეხმარება მოტორული უნარების განვითარებაში, აკადემიური სწავლების საჭიროების გააზრებაში, მეტყველების გაუმჯობესებასა და ფიზიკურ რეაბილიტაციაში.

რეს საქართველო” 2010 წლიდან ემსახურება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მცირე და საოჯახო ტიპის სახლებში. 2021 წლიდან, მათ მზრუნველობის ქვეშ აიყვანეს კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელებიც. ორგანიზაციის დაქვემდებარებაშია 4 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, აქედან 3 სახლში 23 შშმ ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ორგანიზაციისა და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან. ცირე ტიპის საოჯახო სახლები მაქსიმალურად მორგებულია ბენეფიციარების აჭიროებებზე, თუმცა რულფასოვანი სერვისის მისაღებად აუცილებელია ბავშვების ტრანსპორტირება სარეაბილიტაციო ცენტრში. ენტრში ბავშვებზე ზრუნვა ბავშვთა საერთაშორისო ზრუნვის სტანდარტებით ხორციელდება და ეს ძვირადღირებული სერვისია, რადგან ბენეფიციარების უმეტესობას მძიმე გენეტიკური თუ სხვა ქრონიკული თანმხლები დაავადებები აქვთ. რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურებას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ტრანსპორტირება ამ სერვისში არ შედის და ბავშვების გადაადგილების ხარჯის უზრუნველყოფა მზრუნველს თავად უხდებოდა.

,,რომპეტროლ საქართველო’’ უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული შშმ ბავშვების დახმარების პროგრამაში და სიახლეებს ბენეფიციარების საჭიროებებისა და მათთვის რეაბილიტაციის მნიშვნელობის შესახებ პერიოდულად გაგაცნობთ ფეისბუქ გვერდის საშუალებით.