Rompetrol

ფოტოკონკურსი - „საქართველოს გზები’’

ჩაერთერომპეტროლ საქართველოსსეზონურ ფოტოკონკურსში ,,საქართველოს გზებიდა მიიღე შანსი მოიგო 100-ლიტრიანი უმაღლესი ხარისხის Efix საწვავის ვაუჩერი!

გადაიღეთ გამორჩეული ფოტო ზამთარში, სადაც კარგად ჩანს გზა და საქართველოს გზების მრავალფეროვნება. გამოგვიგზავნე კონკურსის თემის შესაბამისი ფოტოსურათი ,,რომპეტროლ საქართველოს’’ ოფიციალურ ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე 24 თებერვლის ჩათვლით და დაელოდე გამარჯვებულის გამოვლენას 28 თებერვალს, ჩვენს ფეიბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd
 

კონკურსის წესები:

  • გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან პირებს.
  • მხოლოდ რეალური ანგარიშით გამოგზავნილი ფოტოები განიხილება.
  • მონაწილეს არ შეუძლია ფოტოს გამოგზავნა, რომელმაც უკვე გაიმარჯვა სხვა მსგავს კონკურსში.
  • ფოტო უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს.
  • ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა შეუძლია ერთ სეზონზე.
  • არ მიიღება Google-ის საძიებო სისტემიდან გადმოწერილი ფოტოები.
  • ინსტაგრამზე გამოგზავნის შემთხვევაში, კონკურსის მონაწილე უნდა იყოს ,,რომპეტროლ საქართველოს’’ გვერდის გამომწერი.
  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას, მიუთითეთ კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 თებერვალი.
 

დამატებითი პირობები:

  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები საავტორო უფლებების დაცვით სარეკლამო მიზნებისთვის;
  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას კონკურსში არ გაითვალისწინოს ის საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც არღვევს კონკურსის პირობებს;
  • ყოველი სეზონის ბოლოს ,,რომპეტროლ საქართველოს’’ გუნდის წევრები, ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენენ გამარჯვებულს.
  • გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოს“ ჟიურის მიერ გამოვლინდება 28 თებერვალს „რომპეტროლ საქართველოს“ ფეისბუქ გვერდზე, შემდეგი კრიტერიუმებით: გათამაშების თემასთან შესაბამისობა, ორიგინალური ხედვა და გამორჩეული ადგილი(გზა).