Rompetrol

ფოტოკონკურსი - „ენერგია, რომელიც გამოძრავებს!“

ჩაერთე „რომპეტროლ საქართველოს“ ფოტოკონკურსში თემაზე „ენერგია, რომელიც გამოძრავებს!“ და მიიღე ჩვენი უმაღლესი ხარისხის 200 ლიტრი საწვავის მოგების შანსი!

გაგვიზიარე მოვლენები, შეგრძნებები, გარდასახვები, ურთიერთობები, რომლებიც წინსვლის, განვითარების, აღმოჩენების, დაბრკოლებების გადალახვისა და ახალი გზების ძიების ენერგიას გაძლევენ.

გამოგვიგზავნე შენი საკონკურსო ნამუშევარი 26 ივლისამდე, მეილზე: photocontest2021@rompetrol.com და დაელოდე გამარჯვებულის გამოვლენას 30 ივლისს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd

 

კონკურსის წესები:
  • გამოგზავნე კონკურსის თემის შესაბამისი ფოტოსურათი მეილზე: photocontest2021@rompetrol.com;
  • მიუთითე სათაურში: ფოტოკონკურსი;
  • მიუთითე იმეილის ტექსტში თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • სურათის ფორმატი: JPG ან JPEG ან PNG;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოსურათის გამოგზავნა;
  • ფოტოსურათი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემას „ენერგია, რომელიც გამოძრავებს!“;
  • საკონკურსო ფოტო არ უნდა შეიცავდეს ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ ელემენტებს;
  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ივლისი.


დამატებითი პირობები:

  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები საავტორო უფლებების დაცვით სარეკლამო მიზნებისთვის;
  • კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ იტოვებს უფლებას კონკურსში არ გაითვალისწინოს ის საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც არღვევს კონკურსის პირობებს;
  • გამარჯვებული გამოვლინდება 30 ივლისს „რომპეტროლ საქართველოს“ ფეისბუქ გვერდზე კრეატიულობის, ესთეტიურობისა და კონკურსის თემასთან შესაბამისობის მიხედვით „რომპეტროლ საქართველოს“ ჟიურის მიერ.

გისურვებთ წარმატებებს!