ხედვა
თანამშრომლის პატივისცემა
 
TRG ხელს უწყობს საკუთარი თანამშრომლების გამომგონებლობითი აზროვნებისა და ნიჭის განვითარებას; ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები სრულყოფილად მოახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვეხმარებით მათ, კიდევ უფრო გაიღრმავონ და გააფართოვონ განვითარების შესაძლებლობები და დასაქმების პრაქტიკა, საამისოდ კი ვეყრდნობით თანაბარუფლებიანობისა და ჯეროვანი პროფესიული პრაქტიკისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ ვიცავთ ეთიკის სტანდარტებს ყველა სფეროში, იქნება ეს საწარმოო თუ კლიენტებსა და პარტნიორებთან ურთიერთობების სფერო;  ჩვენ ყოველ ღონეს მივმართავთ, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ბიზნეს ურთიერთობები და მომსახურების სფეროები.
 
ჩართულობა
 
ჩვენთვის ცნობილია, რომ აუცილებელია ეფექტური და ჰარმონიული კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და წინსვლას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ღია და ეფექტური ურთიერთობები.
 
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
 
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება და ზრდა დიდადაა დამოკიდებული ჯანმრთელობის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვაზე, სწორედ ამიტომ, უსაფრთხოება აუცილებელია თანამშრომლებისთვისა და კლიენტებისათვის. 
 
რისკების მართვა
 

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევქმნათ სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება რისკების უმეტესობის თავიდან აცილება და აღმოფხვრა. ეს მიზანი მიიღწევა  რისკის მუდმივი შეფასებისა და უსაფრთხოების ზომების უწყვეტი გატარების გზით. 

 
განათლება და ლიდერობა
 
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები იმ დასახლებებში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ვმოღვაწეობთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ თანამშრომლების როლის ამაღლებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რისთვისაც მათ ვთავაზობთ სათანადო დახმარებას.
 
პატივისცემა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ
 
ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობათან, თემთან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. გარდა დასაქმების მიზნით დაქირავების შესაძლებლობებისა, ჩვენ გვინდა, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი, როგორც კარგი დამსაქმებელისა და  საზოგადოების წევრებზე მზრუნველი და პასუხისმგებელი კომპანიის რეპუტაცია.
 
პრინციპები
 
სოციალური პასუხისმგებლობის შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ ათი პრინციპით, რომლებიც მითითებულია გაეროს გლობალურ პაქტში ადამიანის უფლებების, სამუშაოს, გარემოს დაცვისა  და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ.