სიახლეები

2015 წლის 24 მარტის შეტყობინება/განცხადება(25 Mar 2015)

Share this page on:
2015 წლის 24 მარტის შეტყობინება/განცხადება
შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002)  საწვავის ტალონების მომხმარებელთა/მფლობელთა საყურადღებოდ
 
წინამდებარე შეტყობინება წარმოადგენს შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ოფიციალურ განცხადებას, მიუხედავად მისი გავრცელების საშუალებისა. 
აღნიშნული განცხადება ვრცელდება და სავალდებულოა შესასრულებლად შპს „რომპეტროლ საქართველოს“  (შემდგომში „კომპანია“) მიერ გაცემული ტალონების კანონიერი მფლობელების ან/და მესაკუთრეებისთვის (შემდგომში „ტალონების კანონიერი მფლობელები“). 
განცხადების ოფიციალურად გაცნობის მომენტად ითვლება კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე ან სხვა საშუალებით, მათ შორის და არა მხოლოდ მედია, ინტერნეტი,  Facebook, ტელევიზია, რადიო და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოქვეყნება ან შეტყობინების მიღება. 
 
მომხმარებლების, მათ შორის ტალონების კანონიერი მფლობელებისთვის, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მათი უფლებების/ინტერესების, ასევე უკანონო ქმედებებისგან (დანაშაულისგან) დაცვის უზრუნველსაყოფად,  კომპანია ახორციელებს საწვავის ტალონების შიდა სისტემის ცვლილებას ახალი სტანდარტების შესაბამისად;
კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გასცეს საწვავის განახლებული ტალონები ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად; 
კომპანია აცნობიერებს, რომ წინამდებარე შეტყობინება პირობების შესრულების პროცესში, ზიანი არ უნდა მიადგეს ტალონების კანონიერი მფლობელების საქმიანობას და არ შეილახოს მათი ინტერესები. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე: 
(1) გაცნობებთ, რომ  თქვენი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა მთლიანად შეცვალოს ძველი ტალონები ახალი სტანდარტების შესაბამისად დამზადებული ტალონებით. ძველი ტალონების ახლით შეცვლა განხორციელდება 2015 წლის 24 მარტიდან 2015 წლის 31 მაისამდე პერიოდში;
(2) წინამდებარე შეტყობინება მიზნებისთვის, ტერმინი „ძველი ტალონები“ ნიშნავს კომპანიის მიერ 2013 წლის 15 მარტამდე პერიოდში გაცემულ ტალონებს, რომელსაც არ აქვს შტრიხკოდი;
(3) წინამდებარე შეტყობინება მიზნებისთვის, ტერმინი „ახალი ტალონები“ ნიშნავს კომპანიის მიერ 2013 წლის 15 მარტიდან დღემდე გაცემულ შტრიხკოდიან ტალონებს;
(4) მოგმართავთ თხოვნით, წარმოგვიდგინოთ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში თქვენს მფლობელობაში არსებული ტალონები. ტალონების დაბრუნების დროს აუცილებელია კანონიერი მფლობელობის ან/და საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტის/ების წარმოდგენა, რათა სანაცვლოდ მოხდეს ახალი ტალონების გადმოცემა. ძველი ტალონების კანონიერი მფლობელობა ან/და საკუთრება დადასტურდება შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ გაფორმებული კონტრაქტით, მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცათ ტალონები და რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ ტალონების კანონიერ ფლობას.  
(5) ტალონების გაცვლა შესაძლებელია მისამართზე: საქართველო, თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19, რომპეტროლ საქართველოს ოფისი;
(6) ასევე გაცნობებთ, რომ ტალონების ახალი სისტემის ამოქმედება და მათი გაცვლა გავლენას არ იქონიებს არსებული საკონტრაქტო ურთიერთობების პირობებზე. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ დაუყოვნებლივ: 
ტელ: (+995 32) 2 910727; 2 910778; 2 910027, 2 400025 ან ცხელი ხაზი: (032) 2 240444
მისამართი: თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19.
 
ღრმად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და თანამშრომლობას.
პატივისცემით,
კომპანიის ადმინისტრაცია 
 
Download version - CLICK HERE