სიახლეები

„რომპეტროლი“ - კიკბოქსინგის ქართველი ვარსკვლავის სპონსორი(01 აგვ 2014)

Share this page on:

კომპანია რომპეტროლისთვის სპორტული მიმართულება პრიორიტეტული თემაა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლი“ კიკბოქსინგის ქართველი ვარსკვლავის - გიგა ჭიკაძის სპონსორია.

გიგა ჭიკაძე ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს. იგი მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში და ორგზის ჩემპიონია კარატეში.

„ვარჯიში  4 წლიდან დავიწყე და 18 წლამდე საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონი გავხდი. ასევე მოვიგე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები. შემდეგ, ძალები კიკბოქსინგში გამოვცადე და მალევე გავხდი Mike’s Gym-ის კლუბის წევრი.   სპორტი ჩემთვის ყველაფერია, ყოველ დღე საშუალოდ 8 საათი ვვარჯიშობ“-აცხადებს გიგა ჭიკაძე.

„გიგას სპონსორობას 2014 წლის აგვისტოდან ვუწევთ. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გიგას ყოველ ბრძოლას და ვგულშემატკივრობთ“- აცხადებენ კომპანიაში.

გიგა 2012 წლიდან Vos Gym-ის წევრია. მისი მთავარი მწვრთნელი კოკბოქსის ლეგენდა - ივან ჰიპოლიტია.

/