სიახლეები

“რომპეტროლი” 13 წლის ჩოგბურთელის სპონსორი გახდა(09 აგვ 2014)

Share this page on:

 „რომპეტროლის“ ერთ-ერთი რჩეული სპორტსმენი - 13 წლის ჩოგბურთელი ანი შანიძეა. ანი ქართულ ჩოგბურთში მეტად გამორჩეული და იმედის მომცემი სპორტსმენია. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლი“ ანის სპონსორი 2014 წლის აგვისტოდან გახდა.

ანიმ ჩოგბურთზე სიარული 6 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვარჯიშობს. „ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, არაფერს დავიშურებ რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. მინდა რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე, ყველაფერს გავაკეთებ რომ პირველი ჩოგანის სტატუსი მქონდეს. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს სპონსორს - კომპანია „რომპეტროლს“, რომელიც ყოველთვიურ სტიპენდიას მიხდის, მისი მხარდაჭერა დამატებითი სტიმულია ჩემთვის“-აცხადებს ანი შანიძე.

როგორც  13 წლის ჩოგბურთელის პირადი მწვრთნელი აცხადებს, ანი საუკეთესო ფორმაშია და გამარჯვებით ბევრჯერ გაგვახარებს.

/