"რომპეტროლ NV წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ  კომპანიას რუმინეთში და ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი თანამშრომელი და იგი წარმოდგენილია 12 ქვეყანაში. ჯგუფის მთავარი პრიორიტეტებია აქტიური გადამუშავება, მარკეტინგი და ვაჭრობა, მოპოვებისა და წარმოების დამატებითი ოპერაციები და ასევე სხვა ნავთობ მრეწველობის მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, EPCM და ტრანსპორტირება.  

რუმინეთში, რომპეტროლი ფლობს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ქარხანას ქვეყანაში, პეტრომედიას, რომელიც მდებარეობს ნავოდარში. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სწრაფად გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ამდენად, პეტრომედია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ კვანძს ხოლო რომპეტროლი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორს ქვეყანაში.

რაფინირებული პროდუქტების მიწოდება ხდება როგორც ქვეყანაში მდებარე 450-მდე  ავტო გასამართ პუნქტზე, ასევე შავი ზღვის ავზის მიმდებარე ქვეყნებში. ევროპაში, რომპეტროლ ჯგუფი ფლობს 1000-ზე მეტ ავტო გასამართ სადგურს ექვს ქვეყანაში (რუმინეთში, მოლდოვეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და საქართველოში), ასევე რომპეტროლის ბრენდების ქვეშ მოქმედი Dyneff და Litro. ჯგუფი ასევე ფლობს ძლიერ ნავთობის სავაჭრო ქსელს შვილობილი კომპანიების  მეშვეობით, რომლებიც მდებარეობენ საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში (Dyneff და Vector Energy).

2007 წელს, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის, KazMunayGaz-ის მიერ რომპეტროლ ჯგუფის შეძენის შემდგომ, რომპეტროლი გარდაიქმნა ცენტრალურ აზიაში მდებარე ბუნებრივ რესურსებსა და მთელს ევროპულ ბაზრებს შორის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ ხიდად. გარდა ამისა, ყაზახეთში, რომპეტროლი აწარმოებს როგორც მოპოვებისა და წარმოების სამუშაოებს, ასევე სამრეწველო მომსახურებას რის გამოც კომპანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ქვეყანაში არსებული გადამამუშავებელი ქარხნების სარეკონსტრუქციო სამუშაოებში."

 

საწვავები

რომპეტროლ საქართველო და TRG