სიახლეები

რომპეტროლმა იურიდიული პირების მომსახურებისთვის დამატებითი ცენტრები გახსნა(06 Nov 2014)

Share this page on:

„რომპეტროლის“ საწვავის ტალონების შეძენა ახალა უკვე სპეციალური მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ახალი ცენტრები კომპანიის კორპორატიულ კლიენტებს და იურიდიულ პირებს, სასურველი რაოდენობის ტალონების შესაძენად, 6 ნოემბრიდან მოემსახურებიან.   

ტალონების გაცემის სერვის ცენტრები, სასტუმრო მეტეხი პალასის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე და სანზონაში, გურამიშვილის გამზ. #64-ში  განთავსდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სერვის ცენტრები, მოემსახურებიან მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებელებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება და უკვე განსაზღვრულია ბიზნესურთიერთობის ძირითადი პირობები. საწვავის ტალონების მისაღებად, მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს მისაღები საწვავის ტალონების შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მომსხურების ახალი ცენტრების გახსნამდე, რომპეტროლის საწვავის ტალონების შეძენა მხოლოდ კომპანიის სათაო ოფისში იყო შესაძლებელი.

„მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს კომფორტული გარემო და ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ. ამიტომ გავითვალისწინეთ მომხმარებლების თხოვნა და გადავწყვიტეთ ტალონების გაცემის პუნქტების შესაქმნელად  ინვესტიცია განგვეხორციელებინა.  შედეგად, ჩვენს კლიენტებს გაუადვილდებათ მათი აღება - გადატვირთული მოძრაობის გამო აღარ მოუწევთ დროის კარგვა და ქალაქის პერიფერიებშიც შეძლებენ საწვავის ტალონების მარტივად შეძენას. ვფიქრობთ, ეს მათთვის სასიამოვნო სიახლე იქნება“ - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

სამომავლოდ, კომპანია მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად, სერვის ცენტრების გახსნას კვლავ გეგმავს.