სიახლეები

რომპეტროლმა თბილისში ექვსი ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა(17 Apr 2014)

Share this page on:

„რომპეტროლის“ ქსელს თბილისის მასშტაბით, ექვსი ახალი ბენზინგასამართი სადგური შეემატა.  კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ახალი სადგურები გაიხსნა სანზონაში (გურამიშვილის გამზ. 64), ვარკეთილში (ჯავახეთის ქუჩა, ბაზრის მიმდებარედ), ისანში (ბაზრობის სამხრეთ შესასვლელის მიმდებარედ), მარშალ გელოვანის გამზირზე (შუქნიშნიდან 250 მ), აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე (ცესკო-ს მიმდებარედ) და კახეთის გზატკეცილზე (ყოფილი ცეკავშირის ბაზის კვეთაზე).

ქსელის გაფართოების შედეგად, მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება საწვავის შეძენა. ახალი სადგურები, რესტაილინგის შედეგად, ძირითადად თეთრ, ნარინჯისფერ და წითელ ფერშია წარმოდგენილი. ექვსივე ბენზინგასამართ სადგურზე, მენეჯერების ჩათვლით, სამოცამდე ახალი თანამშრომელი დასაქმდა. მზადების პროცესშია მეშვიდე სადგური, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება და ამის შედეგად, ახალი თანამშრომლების რაოდენობა 70-ს მიაღწევს. შრომის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ოპერატორები ოთხ ცვლაში იმუშავებენ.

„კომპანია „რომპეტროლი“ უკვე მეცხრე წელია, საქართველოს ბაზარზე სტაბილურად და წარმატებით ვითარდება და  მომხმარებლებს მომსახურების საუკეთესო პირობებს და ევროპულ საწვავს სთავაზობს. ქსელის გაფართოებაში სოლიდური ინვესტიცია იდება. გარდა ამისა, მოხარულები ვართ, რომ დავასაქმეთ კიდევ რამოდენიმე ათეული ადამიანი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს ქსელის გაფართოების პროცესი გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაპირებთ 10 ახალი სადგურის გახსნას,“ - აცხადებს „რომპეტროლის“ გენერალური დირექტორი სერიკ სალიკოვი.

დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, „რომპეტროლის“ 71 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს. საწვავის ზუსტი ჩასხმის გარანტიის უზრუნველსაყოფად „რომპეტროლი“ 2008 წლიდან მუდმივად ახორციელებს ქსელის სისტემის ავტომატიზაციას. კომპანია უახლოეს მომავალში, მომხმარებლებისთვის არაერთ წამახალისებელ პროექტს და აქციას გეგმავს. 

ცნობისათვის, კომპანია „რომპეტროლ საქართველოს“ უკვე მეორე თვეა ახალი გენერალური დირექტორი -  სერიკ სალიკოვი ხელმძღვანელობს.