როდესაც აგზავნით მონაცემებს რომპელტროლში ვაკანსიაზე, ჩვენ თითოეულ განაცხადს ვეპყრობით მაქსიმალური კონფიდენციალურობის დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ ვუმჟღავნებთ მას ნებისმიერ მესამე მხარეს. თუ თქვენ ხართ აპლიკანტი კონკრეტულ პოზიციაზე და გსურთ თქვენი CV-ს ამოღება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ მოგვწერეთ წერილი ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით ადამიანური რესურსების განყოფილებაში e-mail: officege@rompetrol.com- ელექტორნული ფოსტის მისამართი შეიცვლება ამ შემთხვევაში საქართველოსათვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართით). 

 

მესამე მხარის მონაცემები

 

ჩვენი ვებსაიტი მოიცავს ლინკებს სხვა ვებსაიტებთან, რომლებიც არ წარმოადგენს რომპეტროლის საკუთრებას, გადაცემულია ან სხვაგვარად დაკავშირებულია მასთან (გარდა ჩვენი საკუთარი ჯგუფის კომპანიის საიტებისა, რომელიც გარკვევით არი აღნიშნული, როგორც რომპეტროლის ჯგუფის ვებსაიტების ნაწილი), ამიტომ ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ამ საიტების შინაარსთან ამ პრივატულობის პრაქტიკასთან დაკავშირებით. ამ უარის კონტექსტში „მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან პირთა და/ან ორგანიზაციათა ჯგუფს, რომელიც არ არის და არ ყოფილა რომპეტროლის ჯგუფის წევრი, თანამშრომელი, ფილიალი ან განყოფილება. 

 

ინფორმაციის სიზუსტე 

 

რომპეტროს გააჩნია სხვადასხვა კომპანიები, თუმცა ჩვენ ვებსაიტზე ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს „ჯგუფი“ ან „ჩვენ“, როდესაც ვგულისხმობთ რომპეტროლის კომპანიებს ზოგადად ან როდესაც საჭიროა ჯგუფის კონკრეტული წევრის გამოყოფა. რომპეტროლი გამოიყენებს ყველა გონივრულ ზომას წინამდებარე ვებგვერდისათვის ყველაზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, თუმცა იგი ვერ იძლევა მის მიერ ან მესამე მხარის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის და განახლებადობის გარანტიას, ამიტომ ამ საიტზე მოცემული ინფორმაციის ყველა მომხმარებელი მოიხმარს მას თავისი საკუთარი რისკით. 

ფინანსური გათვლები და მარაგის ფასები და შეფასებები მოწოდებულია მხოლოდ ინფორმირებულობისათვის. მათი განახლება ხდება რეგულარულად, თუმცა ობიექტუმა მიზეზებმა შესაძლოა ხელი შეგვიშალოს ამაში ნებისმიერ დროს. ამგვარად, არც ერთი პირი, რომელიც ირჩევს ამგვარად მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებას ფინანსური და/ან პირადი მიზნებისათვის, არ არის უფლებამოსილი დააკისროს რომპეტროლს პასუხისმგებლობა წინამდებარე შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ზარალისათვის. 

 

წინამდებარე ვებსაიტის შესახებ, ვადები და პირობები - კანონიერი ინფორმაციის გამოყენება 

 

 

როდესაც ნებისმიერი პირი შედის ვებსაიტზე, სერვერებს შეუძლია გარკვეული ინფორმაციის შეგროვება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ჩვენს საიტზე სტუმრობების რაოდენობა. ჩვენ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას შემდგომი დამუშავებისა და ვებსაიტის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი სერვერებისათვის ამდაგვარ მიღებული ინფორმაცია არ მოიცავს პირად ინფორმაციას, რაც იძლევა ინდივიდუალური ვიზიტორების გაკონტროლებისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას. პირადი ინფორმაციით ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას, რასაც შეუძლია განსაზღვროს პირი ან კომპანია, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართები, სახელები ან საფოსტო მისამართები.